არისტოტელეს ბედნიერების საიდუმლო 21-ე საუკუნეში

წარმოგიდგენთ 2016 წლის 20 მაისს საგანმანათლებლო და აკადემიურ გამოცემა Macat-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

“Macat International” დაარსდა 2011 წელს. კომპანია მუშაობს განათლებისა და განათლების ტექნოლოგიების სფეროში. მათი მთავარი აქცენტი არის ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებებისა და ხელოვნების სფეროზე. კომპანია შეიმუშავებს სასწავლო მასალებს, რომელიც განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების/პროფესორებისა და უწყვეტი განათლების მიმღებთათვის.

© European.ge

არისტოტელეს ბედნიერების საიდუმლო: რა გაგვხდის ბედნიერს ახლა?

დოქტორ ტიმ ლომასის და მისი ახლახან განახლებული „ზუსტი ლექსიკოგრაფიის პროექტის“ თანახმად, ბედნიერების 400-ზე მეტი უცხოური განსაზღვრება არსებობს, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობის ინგლისური თარგმანი არ გააჩნია.

მათ შორის არის „ეუდაიმონია“, რაც „კარგ სულიერ განწყობილებას“ ან აყვავებას ნიშნავს. არისტოტელე მას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, რადგან თავისი ნაშრომის „ნიკომაქეს ეთიკის“ ჩანასახი სპეციალურად დაწერა ამ პრობლემას რომ შეხებოდა: როგორ შეუძლიათ ადამიანებს მიაღწიონ ბედნიერებას. 2500 წლის შემდეგაც, არისტოტელეს ნაშრომი ყველაზე გავლენიან თეორიად რჩება, რომელიც განმარტავს თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ზნეობრივად ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით.

როგორ შეუძლია არისტოტელეს გვირჩიოს თუ როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას სოციალური მედიის ბატონობის ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიური საშუალებების გამო ადამიანური კონტაქტის დეფიციტს განვიცდით? და რა შეუძლია გვასწავლოს 21-ე საუკუნეში ბედნიერების მოპოვების შესახებ ფილოსოფოსმა, რომელიც 2500 წლის წინ ცხოვრობდა?

არისტოტელეს ნიკომაქეს ეთიკა (მოკლედ)

ალბათ არ არსებობს იმაზე შესანიშნავი კითხვების ჩამონათვალი ადამიანებისთვის, ვიდრე არისტოტელეს მიერ ნიკომაქეს ეთიკაში დასმული კითხვების სერიაა: რა არის ბედნიერების არსი? როგორ მოვიპოვებთ ბედნიერებას? და რატომ არ გამოგვდის ბედნიერების მიღწევა?

https://www.youtube.com/watch?v=QUHuTKP878E

არისტოტელესთვის, ბედნიერება უბრალოდ სუბიექტური ემოციური მდგომარეობა არ არის. ბედნიერება არ არის ის, რაც ინდივიდუალურად, ჩვენით უნდა განვსაზღვროთ გამომდინარე იქიდან როგორც მას შევიგრძნობთ; პირიქით, ბედნიერება უფრო ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რომელიც კარგად ყოფნისა და წარმატების კონცეფციასთან არის ახლოს.

ბედნიერება არისტოტელეს თანახმად

ნიკომაქეს ეთიკაში, არისტოტელე ამტკიცებს: იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, ადამიანური ბუნების შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ.

მაგალითად, დანის ფუნქცია არის დაჭრა. ცხოველის ფუნქცია დაკმაყოფილების მიზნით სიამოვნებით ტკბობაა. არისტოტელესთვის, ადამიანის ფუნქცია არის განსჯა, სწორედ განსჯის უნარია ის, რაც ცხოველებისგან განგვასხვავებს; ადამიანები არსებითად რაციონალური (მსჯელობის საფუძველზე) არსებები არიან.

ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია განვსაჯოთ როგორც თეორიული ისე პრაქტიკული საკითხები. ამგვარად, ჩვენი ფუნქცია – და ამასთანავე ნამდვილი ბედნიერების მიღწევის საშუალება – შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მიზეზების გააზრებაა.

ამისათვის, ამბობს არისტოტელე, ჩვენ უნდა შევიცნოთ და მოქმედების უკიდურესობასა და მოქმედების თანმხლებ თავისებურებას შორის უნდა ვიმოქმედოთ (სხვა სიტყვებით, ორ საპირისპიროს შორის არსებულ ოქროს შუალედში). ამ „საშუალო მოქმედების“ დამახასიათებელი შტრიხები არის ის, რასაც „უნარები“ ეწოდება. მაგალითად, უნარი არის ის, რაც არსებობს ზღვარგადასულ გამბედაობასა და სიმხდალეს შორის, ანუ სიმამაცე.

„თუ ადამიანისთვის დამახასიათებელ მოქმედებას ცხოვრების გარკვეულ წესად ჩავთვლით; და ამგვარ ცხოვრების წესში იგულისხმება როგორც სულიერი მოქმედება, ასევე გარემოებებით განპირობებული სხვა ქმედებები… ცხოვრების წესიდან გამომდინარე მოქმედება კარგად შესრულდება თუ ის უნარებთან არის შესაბამისობაში, როდესაც იგი შესაბამისი უნარიდან გამომდინარე სრულდება; რადგან ეს ასეა, მაშინ ადამიანის ზნეობა სულიერი მოქმედებაა უნარების შესაბამისად“ – არისტოტელე, ნიკომაქეს ეთიკა

არისტოტელე ასევე სხვა მსგავს უნარებსაც გამოაცალკევებს, რომლებიც რეალობაში უნდა გავითავისოთ იმისთვის, რომ ბედნიერებას ვეწიოთ, მაგალითად:

  • ინტელექტი და მეცნიერული (ან გარკვეული) ცოდნა.
  • ცხოვრებისეული სიბრძნე: უნარი „სწორად რომ განსაზღვრო რა არის კარგი და მიზანშეწონილი“
  • თავდაჭერილობა: თავშეკავება, ჩვეულებისამებრ სიამოვნების მომნიჭებელ აქტივობებთან მიმართებაში.
  • კეთილშობილება და მეგობრობა.
  • სიმამაცე: რაიმეს მისაღწევად ისეთი უნარი, ფიზიკურად დაშავების რისკსაც რომ არ შეუშინდეს ადამიანი.
  • განსჯა: უცვლელი ჭეშმარიტების გათავისება.

არისტოტელე განსჯის უნარს ბედნიერების უმაღლეს გამოვლინებად მიიჩნევს. ის თავის წიგნში წერს: „თუ ბედნიერება ზნეობის შესაბამისად მოქმედებაა, მაშინ ვივარაუდებთ, რომ ის უმაღლეს უნარებთან არის შესაბამისობაში… ეს მოქმედება კი განსჯიდან გამომდინარეობს“. ის ფიქრობს, რომ ფილოსოფიური აზროვნება ყველაზე პროდუქტიული აქტივობაა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და შესაბამისად ბედნიერების სახით გამოვლინდება.

მორალური დილემის არსებობისას, არისტოტელე ფიქრობს, რომ ზოგადი პრინციპის გამოყენებით არ შეგვიძლია მოქმედების სწორი მიმართულების განსაზღვრა. ამის ნაცვლად, საჭიროა წარმოვიდგინოთ თუ როგორ მოიქცეოდნენ იგივე სიტუაციაში კარგი და ღირსეული ადამიანები, რადგან ამ ადამიანებს შეეძლებოდათ ვითარების რეალურად აღქმა და მოქმედებისთვის საუკეთესო გზის არჩევა.

მატერიალური ქონების ფასი

„ბედნიერია ის, ვინც სრულყოფილი უნარების შესაბამისად ცხოვრობს და შემოსავლით საკმარისად არის უზრუნველყოფილი, არა გარკვეული დროით, არამედ მთელი ცხოვრება.“ არისტოტელე, ნიკომაქეს ეთიკა

ბედნიერი რომ იყოს, ადამიანი უნდა თანხმდებოდეს ორ პირობას. პირველი: იგი უნდა იყოს უნარებით სრულიად დაჯილდოებული; და მეორე: „შემოსავლით უნდა იყოს უზრუნველყოფილი“. ეს ციტატა აღნიშნავს, რომ სრულყოფილი უნარი გარკვეული დონის სტაბილურ მატერიალურ კომფორტზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვიღაცისთვის არსებობს გარკვეული ობიექტური პირობები იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ არისტოტელე გულისხმობს იმას, რომ ადამიანს სჭირდება სტაბილური თავშესაფარი, საკვები და მეგობრები.

ჩვენი სისუსტეების კონტროლის აუცილებლობა

არისტოტელესეული ბედნიერების განმარტებით, სიამოვნება აღქმულია როგორც ცხოველების ფუნქცია. „ზნეობრივი ცხოვრება“, რომელსაც ვეძიებთ არ მოიცავს იმ სიამოვნებებს, როგორიც არის სექსუალური კავშირი და ფული.

მიზეზები, თუ ჯერ კიდევ რატომ ესწრაფვიან ადამიანები ამ სიამოვნებებს, ნიკომაქეს ეთიკაში მეორე მნიშვნელოვანი საკითხია:

„მორალური უნარი სიამოვნებასა და ტკივილთან არის დაკავშირებული. სიამოვნების გულისთვის ცუდ საქციელს ჩავდივართ, ხოლო ტკივილის შედეგად კეთილშობილური ქმედებისგან ვიკავებთ თავს.“

სხვანაირად რომ ვთქვათ, სიამოვნება ცუდი საქციელისკენ და საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვისკენ გვიბიძგებს. იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, ჩვენ საკუთარი სისუსტე უნდა ვაკონტროლოთ, მნიშვნელობა არ აქვს თუ რამხელა ტკივილს (ან დისკომფორტს) მოგვაყენებს იგი. არისტოტელეს თანახმად, ეს ერთადერთი გზაა იმ ცხოვრების მისაღწევად, რომელიც გრძელვადიანი ბედნიერებით არის გაჯერებული, განსხვავებით მეორე ცხოვრებისგან, რომელიც ხანმოკლე სიამოვნებით და სისუსტეებით არის განპირობებული.

არისტოტელესთვის, სიამოვნება ხშირად უსარგებლოა, თუ ის თავისთავად ღირსეულ საქციელს არ უკავშირდება: მაგალითად, გულადი საქციელი თავგანწირვით, შესაძლოა ღირსეული ადამიანისთვის სასიამოვნო იყოს. თუ კეთილშობილები ვართ, მაშინ ჩვენი სიამოვნება ჩვენივე ზნეობრივი ქმედებებიდან გამომდინარე იქნება გამოწვეული.

ამას გარდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ზნეობრივ, ბედნიერ ცხოვრებას მივაღწიოთ: უნარები, როგორიც არის სამართლიანობა, თავშეკავება და ცხოვრებისეული სიბრძნე კეთილშობილური ჩვევების დანერგვით უნდა განვითარდეს. იმისთვის, რომ კეთილშობილი გახდეს, ადამიანს კარგი აღზრდა და განათლება სჭირდება. ამასთანავე არისტოტელეს მორალური სისტემა სამაგალითო ადამიანების მიერ მორალურ განსჯაზეა დაფუძნებული.

დასკვნა: რა შეუძლია არისტოტელეს გვასწავლოს 21-ე საუკუნის ბედნიერებაზე?

ესწრაფეთ ბედნიერებას (და არა სიამოვნებას)

არისტოტელე ბედნიერებას (რომელიც შესაძლებელია მხოლოდ უნარების გზით იქნეს მიღწეულ) განსაზღვრავს როგორც სიამოვნებისგან განსხვავებულს. ეს უკანაკსნელი დაკმაყოფილებისთვის არის საჭირო (იგი მას სისუსტედ თვლის). ჩვენი, როგორც ადამიანთა მოდგმის ფუნქცია, ამბობს იგი, იმ სიამოვნებისკენ სწრაფვა კი არ არის როგორიც არის „სექსი, ფული და როკ ენ როლი“ (ეს ცხოველური მიდრეკილებაა); არამედ იმ ზნეობრივი უნარების შეძენა, როგორიც არის ცოდნა, გაბედულობა, თავშეკავება.

მიიღეთ სიამოვნება კეთილშობილური ქმედებით

ზნეობრივ ადამიანს ისეთი ღირსეული თვისებები აქვს, როგორიც არის სულგრძელობა, მეგობრობა, სიკეთე. მათ მორალური განსჯისას და გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს. ასეთი ადამიანები სიამოვნებას მიიღებენ, თუ საკუთარ კომფორტს სხვისი გულისთვის გაწირავენ. 21-ე საუკუნეში ჩვენ სხვისი უბედურებებით ვართ გარემოცულნი; არისტოტელე ამაზე ალბათ იტყოდა: ბედნიერები რომ ვიყოთ, სიამოვნება საქველმოქმედო საქმიანობიდან და სხვა კეთილი საქმეებიდან უნდა მივიღოთ.

დააფასეთ მატერიალური მდგომარეობა რაც გაქვთ (გონივრულობის ფარგლებში)

„შემოსავლით საკმარისად უზრუნველყოფილი“ – ამ ტერმინის ხსენებით არისტოტელე ამტკიცებს, რომ ადამიანს მატერიალური კომფორტის შესაფერისი დონე უნდა ჰქონდეს რათა შეძლოს იყოს მორალური. დღესდღეობით ეს შეიძლება შესაფერის საცხოვრებელს, საკვებს და ქონებას ნიშნავდეს, რათა ადამიანმა შეძლოს ზნეობრივად ცხოვრება და იყოს ბედნიერი არაარსებითი სიამოვნებების უგულვებელყოფით, რომლებიც იმ ღირსებებზე დაბლა დგას, როგორიც არის მეგობრობა, პრაქტიკული ცოდნა და სულგრძელობა.

როდესაც მერყეობთ, შთაგონების წყაროდ კარგი ადამიანები გამოიყენეთ

სრულყოფილი უნარი, ამბობს არისტოტელე, მოითხოვს ორივეს: როგორც ხასიათის თვისებებს (მაგალითად სიმამაცე), ასევე უნარებს, როგორიც არის ინტელექტი, განსაკუთრებით პრაქტიკული ჭკუა. კარგი და კეთილშობილი ადამიანები ყოველგვარი მოქმედებისას სწორედ ამ ჩვევებს ავლენენ. ასე რომ, როდესაც მორალური დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენ მათი მაგალითით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

გაატარეთ მეტი დრო ფიქრსა და სწავლაში

არისტოტელე განსჯის უნარს უმაღლეს ღირსებად მიიჩნევს, რომელსაც კი შეიძლება ადამიანები ესწრაფვოდნენ, ინტელექტსა და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად. ის ფიქრობს, რომ ფილოსოფიური ფიქრი ყველაზე სასარგებლო რამ არის, რაც ადამიანებს შეგვიძლია და შესაბამისად ბედნიერების სახითაც გამოიღებს შედეგს. ხოლო, როდესაც ის სხვა ინტელექტუალურ უნარებს შეერწყმება, როგორც არისტოტელე იტყოდა, ჩვენ საბოლოოდ შეგვეძლება სრული ბედნიერების განცდა.

 


– ინგლისურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა.


 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ