ანა დოლიძე: ევროპა ჩვენს ეზოში

რა არის ევროპა? ამ კითხვას ალბათ ყველაზე ხშირად შევხვდებით დღევანდელ საჯარო დიკუსიებში. ჩვენს საჯარო სივრცეში ევროპა უფრო წარმოსახვითი რეალობაა ვიდრე გეოგრაფიული ერთეული. ეს ის წარმოსახვითი რეალობაა, რომლისაკენ ისწრაფვის ჩვენი პოლიტიკური ელიტა აგერ უკვე რამდენიმე საუკუნეა. ევროპა ბევრნაირია, მაგრამ ყველაზე ხშირად ის ასოცირდება წესრიგთან, მოთმინებასთან, შრომასთან, დაუზარებლობასთან, შემწყნარებლობასთან და წესიერებასთან. სწორედ ამ ფასეულობების ერთობლიობას ხშირად გამოხატავენ ხოლმე “ევროპულობით” და პირიქით, ამისაგან საწინააღმდეგოს აღნიშნავენ იმით, როდესაც ამბობენ რომ არა-ევროპულები ვართ.

საკუთარი თავის ზარმაცებად, დაუდევრებად, უპასუხისმგებლოებად წარმოჩენა და აქედან გამოწვეული გამუდმებით გოდება, შესაბამისი მითებისა თუ მაგალითების მუდმივი ხაზგასმა ორიენტალიზმია. ეს ცნება “ორიენტალიზმი” მეცნიერმა ედვარდ საიდმა შექმნა და თავის ნაშრომში “კულტურა და იმპერიალიზმი” ახსნა ორიენტალიზმი მართვის იდეოლოგიური მეთოდების აღსაწერად, რომელსაც იმპერიები კოლონიური საზოგადოებების სამართავად იყენებენ. ორიენტალიზმი საქართველოშიც გავრცელებულია და მას სწორედაც რომ კოლონიური საწყისები აქვს. ორიენტალიზმია საქარველოს, როგორც მხოლოდ “ხაჭაპურის ქვეყნად” წარმოჩენა, რომელიც სტუმარმა ეგზოტიკური მოთხონილებების დასაკმაყოფილებლად უნდა მოიხმარო, ვინაიდან იქ მცონარა და უპასუხისმგებლო ხალხი ცხოვრობს. ორიენტალიზმი განაპირობებს მხოლოდ იმ თვისებების ხაზგასმას, რომელიც იმპერიალისტურ ჩაგვრას და ექსპლოატაციას ამართლებს, ვინაიდან სწორედ იმ მითებს, კულტურის იმ ასპექტებსა და მახასიათებლებს უსვავს ხაზს, რომელიც აჩვენებს, რომ დაპყრობილი მოსახლეობა თანასწორად და ღირსეულად მოპყრობას და პატივისცემას არ იმსახურებს. ორიენტალიზმის გაღვივებაში შეიძლებელია, როგორც ქართველები ისე უცხოელები მონაწილეობდნენ. არადა, თუ ამ იდეოლოგიური ბურუსიდან გამოვალთ და ჩვენს გარემოს ცხადად დავაკვირდებით, შეიძლება ერთი შეხედვით გასაკვირი აღმოჩენები გავაკეთოთ.

ის, რომ წესრიგი, პატივისცემა, თავმდაბლობა, დროულობა ანუ ე.წ. ევროპული ფასეულობები ჩვენგან შორსაა ორიენტალისტური მითია. ამ ფასეულობებს შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილას შევხვდეთ, აქ ჩვენსავე თვალსაწიერში. ამას წინათ, ბოდბის მონასტერში მოვხვდი რამდენიმე დღით. არცერთი ნამცეცი ან ქაღალდი მიწაზე, ყველა კუთხეში მოფუსფუსე, საქმეში თავჩარგული ადამიანი. იქ ყველას თავისი განსაზღვრული როლი აქვს, საათივით დალაგებული რეჟიმი, მოვლილი შენობები, სარკესავით მოლაპლაპე იატაკები და ყვავილებით მორთული კედლები, უზარმაზარი ეზო, სადაც ყოველთვის რამდენიმე ადამიანი მუხლჩახრილი შრომობს და ყვავილებს სათითაოდ გადარგავს, სხვადასხვა ფერის ვარდებით აჭრელებული ბაღი, რომელსაც თავზე მონაზვნები დაჰფოფინებენ. მშვიდი საუბარი და უდიდესი მოწიწება ერთმანეთის მიმართ, რიგები რომელსაც ყველა იცავს. ლოცვისას და ტრაპეზისას განსაზღვრული ადგილი და წესრიგი, რასაც ყველა მისდევს. ყველაფერთან ერთად ეს მთელი საქმიანობა ქალის ლიდერობის ქვეშ: იუღუმენია დედა თეოდორას წინამძღოლობა შიგნითაც და გარეთაც უდიდესი ავტორიტეტი და მაგალითია. ეს ადგილი არც დანიაა და არც გერმანია. ეს ჩვენი სახლის გვერდზე, აქვე, დედათა მონასტერია, რომელიც შვეიცარული საათივით გამართულად მუშაობს. თუ ევროპას რაიმე მახასიათებლები აქვს, ეს მახასიათებლები ყველა აქაა იმ ჭიშკარს გამოღმა, რომელიც ქალაქსა და მონასტერს ყოფს. გასაკვირია და ევროპა, რომელსაც სადღაც შორს ვეძებთ, სწორედ რომ აქაა შუაგულ კახეთში.

სამწუხაროა, რომ ასეთი ადგილები საქარველოში გამონაკლისია. ჩვენი ბევრი სოფელი მართლაც ლუარსაბ თათქარიძის ეზოს უფრო გაქვს ვიდრე ნორვეგიული სოფელს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იმ წარმოსახვითისკენ სწრაფვაში, რაც უკეთესს გაგვხდის თვალსაწიერიდან არ გამოგვეპაროს ის განსაკუთრებული, რაც უკვე გვაქვს. ეს განსაკუთრებული კი კოლექტიური ორგანიზებულობის, თავდადებულობისა და პასუხიმსგებლობის ის წალკოტებია, რომელიც აქ საქართველოშია. ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ ბევრი ის თვისება, რაც ხშირად საოცნებოდ მიგვაჩნია, ჩვენ როგორც ერთობას უკვე გვაქვს. ეს ის მაგალითებია, რომლებიც ოაზისებიდან საყოველთაობად უნდა ვაქციოთ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ