უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალ-დემოკრატიული პლატფორმა” ევროპული პროგრესული იდეების კვლევის ფონდის მხარდაჭერით აღმოსავლეთ ევროპის 3 ქვეყანაში: უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ატარებს კვლევას ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის შესახებ. კვლევის ფარგლებში უნდა მოზადდეს ანგარიში იმისა შესახებ თუ რამდენად იღებენ ამ ქვეყნის ახალგაზრდები გადაწყვეტილები მიღების პროცესში მონაწილეობას, რამდენად დადიან არჩევნებზე, როგორი პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი ფასეულობები ჭარბობს ახალგაზრდებში და როგორია მათი პოლიტიკური ორგანიზების ხარისხი. სწორედ ამ მიზნით, წინასწარ შემუშავებული სპეციალური კითხვარით გამოიკითხება ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და ქალაქიდან.
უკრაინული სოციალ-დემოკრატიული პლატფორმა წლებია აქტიურად მუშაობს დემოკრატიის, შრომის პოლიტიკისა და დასაქმების პოლიტიკის საკითხებზე. ისინი წარმოადგენენ გაერთიანებას, რომელიც ეფუძნება თავისუფლების, თანასწორობის, სოლიდარობის და სამართლიანობის პრინციპებს.
აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ევროპის სხვა ქვეყნებში მათ მიერ მომზადებული მსგავსი ანგარიშები.
ჩვენ მოხარულები ვართ ჩვენ მკითხველებს გავაცნოთ ჩვენი კოლეგები უკრაინიდან.