ანატოლი კალეცკი: როდესაც ყველაფერი ინგრევა

წარმოგიდგენთ  New York Times-ის, Financial Times-სა და Times of London-ის კოლუმნისტის, ეკონომიკის პროფესორ ანატოლი კალეცკის მიერ ახლახანს გამოცემა project-syndicate-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

ანატოლი კალეცკი ავტორია საკმაოდ ცნობილი წიგნისა Capitalism 4.0, The Birth of a New Economy, სადაც საუბრობს ახალი ეკონომიკური რეალობის შესახებ, რომელსაც სხვადასხვა იდეოლოგიური თუ ეკონომიკური აქტორები ქმნიან საერთაშორისო არენაზე. წიგნი საკმაოდ კრიტიკულად აანალიზებს გლობალური ეკონომიკის პოსტკრიზისეულ ტრანსფორმაციას. Anatole-Kaletsky_400x400

მისი 1985 წელს გამოცემულმა წიგნი Costs of Default, მნიშვნელოვან სახელმძღვანელოს წარმოადგენდა ლათინური ამერიკისა და აზიური ქვეყნების მთავრობებისათვის ბანკებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებში.

ინგლისურიდან თარგმნა ბათუ კოპალიანმა.

© European.ge

მთელს მსოფლიოში არსებობს განცდა იმისა, რომ ყველაფერი სრულდება – ყველა აღსავსეა წინათგრძნობით იმისა, რომ იწყება დეზინტეგრაცია ოდესღაც სტაბილური და ძლიერი საზოგადოებისა. ირლანდიელი პოეტი, უილიამ ბატლერ იეიტსი, თავის ნაშრომში სახელწოდებით მეორედ მოსვლა წერს:

„ყველაფერი ინგრევა, საფუძველი დაირღვა,

სამყარო წალეკა განუკითხაობის ტალღამ…

სიკეთემ დაკარგა მართალი ძალა,

ბოროტი ძალა სულ გასასტიკდა,

და ვინ არის ის ბოროტება რომლის დროც დადგა,

ის ვინც ეპარება ბეთლემის კარებს დასაბადებლად“.

იეითსმა ეს სიტყვები პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ორ თვეში, 1919 წლის იანვარში დაწერა. ის თითქოს გრძნობდა რომ არსებული მშვიდობა დროებითი იყო და სამყარო კიდევ უფრო დიდი ბოროტების მომსწრე გახდებოდა.

თითქმის 50 წლის შემდეგ, 1967 წელს, ამერიკელმა ესსეისტმა, ჯოან დიდიონმა გამოუშვა საკუთარი სტატიების კრებული სახელწოდებით „როდესაც ბეთლემში შეპარვას ცდილობ“. სტატიები შეეხებოდა 1960–იანი წლების სოციალური პრობლემებს. წიგნის პრეზენტაციიდან 12 თვის განმავლობაში სამყარო მარტინ ლუთერ კინგისა და რობერტ კენედის მკვლელობებმა შეძრეს. აფრო–ამერიკელებით დასახლებული რაიონები საპროტესტო კერებმა მოიცვა, რაც ვაშინგტონის გადაწვით დასრულდა. პარალელურად, საფრანგეთში დაიწყო უდიდესი სტუდენტური გაფიცვა, რამაც საბოლოო ჯამში პრეზიდენტ დე გოლის თანამდებობიდან გადადგომით დასრულდა.

გასული საუკუნის 70–იან წლებში ამერიკა დამარცხდა ვიეტნამის ომში. „წითელი ბრიგადები“, „მიწისქვეშა სინოპტიკოსები“, ირლანდიის რესპუბლიკური არმია და იტალიელი ნეოფაშისტები აწყობდნენ ტერაქტებს ევროპასა და ამერიკაში. ხოლო პრეზიდენტ ნიქსონის იმპიჩმენტმა დასავლური დემოკრატია დაცინვის ობიექტად აქცია.

გავიდა კიდევ 50 წელი და დღეს ჩვენ ისევ გვეუფლება განცდა იმისა, რომ დემოკრატია შეიძლება კიდევ ერთხელ დამარცხდეს. შეგვწევს კი ჩვენ უნარი რაიმე ვისწავლოთ წარსულის შეცდომებიდან, რომელიც ახლავდა წინა პერიოდის ეგზისტენციურ უწონასწორობას?

მეოცე საუკუნის 20–იან და 30–იან წლებში, ასევე 1960–იან და 1970–იანი წლების დასაწყისში არსებული უკმაყოფილება, ისევე როგორც დღეს, დაკავშირებული იყო ეკონომიკური სისტემის ქმედუუნარობასთან. მსოფლიო ომებს შორის არსებულ პერიოდში იგრძნობოდა, რომ კაპიტალიზმი განწირული იყო აუტანელი უთანასწორობის, დეფლაციის და ტოტალური უმუშევრობის გამო. 1960–70–იან წლებში იგივე მოლოდინი აბსოლუტურად საპირისპირო მიზეზების გამო გაჩნდა – ინფლაცია, მსხვილი გადამხდელებისა და საქმიანი წრეების უკმაყოფილება გადანაწილების პოლიტიკითა და „დიდი სახელმწიფოთი“ იყო გამოწვეული.

განმეორებადი კრიზისების ციკლზე აქცენტირებით, არ მსურს დავაფიქსირო ისეთი პოზიცია, თითქმოს ეს არის რაღაც ბუნების კანონის მაგვარი, რომელსაც ყოველ 50 ან 60 წელიწადში კაპიტალიზმი კრახამდე მიჰყავს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატიული კაპიტალიზმი არის ევოლუციონირებადი სისტემა, რომელიც ყოველ კრიზისზე რადიკალური ტრანსფორმაციის გზით რეაგირებს. აღნიშნული ტრანსფორმაცია ეხება როგორც ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე პოლიტიკური მოწყობის პრინციპებს.

სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ არსებული დაბნეულობა არის სავსებით მოსალოდნელი რეაქცია კაპიტალიზმის კონკრეტული მოდელის კრიზისისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. თუკი, წარსულის გამოცდილებებით ვიმსჯელებთ, აღნიშნულმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს მრავალწლიანი გადაფასება არსებული წესრიგისა და ღირებულებებისა, რაც საბოლოო ჯამში, არსებითად ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის დაფუძნებას შეუწყობს ხელს.

ასეთი რამ მოხდა მაშინ, როდესაც დიდი ინფლაციის შემდგომ, 1970–იანი წლების დასაწყისში აირჩიეს რონალდ რეიგანი და მარგარეტ ტეტჩერი. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი, რომელმაც შეიქმნა ამერიკული „ახალი კურსი“ და ევროპული „ველური ცხოველი“. ყველა ამ პოსტკრიზისულ გადაწყვეტილებას თან ახლდა რადიკალური ცვლილებები ეკონომიკურ და პოლიტიკურ აზროვნებაში.

დიდმა დეპრესიამ გამოიწვია კეინზიანისტური რევოლუცია ეკონომიკაში და „ახალი კურსი“ პოლიტიკაში. გასული საუკუნის 60–70–იანი წლების ინფლაციური კრიზისი გახდა მაპროვოცირებელი მილტონ ფრიდმანის მონეტარული კონტრრევოლუციისა, რაც ტეტჩერისა და რეიგანის პოლიტიკის სულისჩამდგმელი გახდა.

აქედან გამომდინარე, სამართლიანია ვიფიქროთ რომ დე-რეგულირებული ფინანსური კაპიტალიზმის დაცემა გამოიწვევს მეოთხე სეისმურ ცვლილებებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ აზროვნებაში. თუკი, გლობალური კაპიტალიზმი ახალ ევოლუციურ ფაზაში შედის, მაშინ როგორი ნიშანთვისებები ექნება მას?

გადამწყვეტი ნიშანთვისება რომელიც ახასიათებდა კაპიტალიზმის ყოველ ცვლად ეტაპს, ეხებოდა ეკონომიკისა და პოლიტიკის საზღვრებს. XIX საუკუნის კლასიკური პერიოდის კაპიტალიზმისთვის პოლიტიკა და ეკონომიკა განსხვავებულ სფეროებად იდეალიზირდნენ. მათი თანამშრომლობის ფორმები ძირითადად სამხედრო ავანტიურების განსახორციელებლად გადასახადების მატებითა და სანაცვლოდ მძლავრი პირადი ინტერესების გატარებთ შემოიფარგლებოდა.

კეინსიანისტური მოწყობის კაპიტალიზმის პირობებში თავისუფალ ბაზარს ეჭვის თვალით უყურებდნენ, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევა მისაღებ საქციელად მიიჩნეოდა. განსახვავებულად აღიქვამდნენ საკითხებს მესამე კაპიტალისტური ფაზის დროს. ტეტჩერისა და რეიგანის მმართველობის დროს დამკვიდრდა ხედვა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო, როგორც წესი ცდება, ხოლო ბაზარი ყოველთვის მართალია.

მსგავსი აღიარება, თითქოს ყველა ცდება, შეიძლება გამოიყურებოდეს დესტრუქციულად, რაც საბოლოო ჯამში, არსებულ პოლიტიკურ განწყობებზეც აისახება. თუნცა, ამავდროულად საკითხის ესე დასმამ შეიძლება ახალი ძალის წარმოქმნა გამოიწვიოს, ვინაიდან ამგვარი დისკურსი იძლევა საშუალებას ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებისა.

თუკი სამყარო იმდენად რთული და განუსაზღვრელია, რომ მასში საკუთარი სოციალური მიზნების განხორციელება არც სახელმწიფოს და არც ბაზარს არ შეუძლია, მაშინ აუცილებელია შევიმუშავოთ შეკავებისა და დაბალანსების ახალი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მისცემდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეაკავოს ეკონომიკური მისწრაფებები და პირიქით.

გარდა ამისა, პოლიტიკოსებმა უნდა გადახედონ საკუთარ იდეოლოგიურ სუპერ–სტრუქტურას, რომელიც წარმოიშვა საბაზრო ფუნდამენტალიზმის ნიადაგზე. ამაში მოიაზრება იმგვარი ხედვების გადააზრება, როგორიცაა ფინანსური დერეგულაცია, ცენტრალური (ეროვნული) ბანკების დამოუკიდებლობა, ფინანსური და მონეტარული პოლიტიკის გაყოფა. ფუნდამენტურ ცვლილებას საჭიროებს ის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ჩარევა არაა საჭირო შემოსავლების აუცილებელი განაწილებისთვის, ინოვაციების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სიკეთის ფორმირების მიზნით.

სავსებით ნათელია, რომ ახალი ტექნოლოგიები და მილიარდობით ახალი სამუშაო ძალის ინტეგრაცია მსოფლიო ბაზარზე, გვაძლევს საშუალებას კეთილდღეობისა და წარმოების იმგვარ მასშტაბებზე გასვლის, როგორიც კრიზისამდელ პერიოდში წარმოუდგენელიც კი იყო. თუმცა „პასუხისმგებელი“ პოლიტიკოსები, მთელს მსოფლიოში აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ იწყება პერიოდი „ახალი რეალობისა“, რაშიც ისინი სტაგნაციურ ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებენ. გასაკვირი არაა, რომ ამომრჩევლები უკმაყოფილებას არ მალავენ.

ხალხს ესმის რომ მათ პოლიტიკურ ლიდერებს გააჩნიათ მძლავრი ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომლითაც შეუძლიათ თითოეული მათგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ფულის უბრალოდ დაბეჭდვა და დარიგებაც კი შესაძლებელია. შესაძლებელია მინიმალური ხელფასის მომატება, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით. მთავრობებს ძალუძთ მეტი ინვესტირება ინფრასტრუქტურასა და ინოვაციაში, თანაც ეს მინიმალური დანაკარგებით განახორციელონ. საბანკო რეგულაციებს შეუძლიათ გამოიწვიონ საკრედიტო სტიმულირება, ნაცვლად მისი შეზღუდვისა.

მაგრამ ამგვარი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ნიშნავს იმ თეორიის უარყოფას, რომელიც დომინირებდა ეკონომიკურ აზროვნებაში 1980–იანი წლებიდან. რაც თავისმხრივ იმ ინსტიტუციური მექანიზმების უარყოფასაც გამოიწვევს, რომელთა დაარსებაც ამ ეკონომიკურ თეორიას დაეფუძნა, მაგალითად მაასტრიხტის შეთანხმება ევროპაში. მხოლოდ მცირე პოლიტიკოსთა ჯგუფს აქვს გამბედაობა, რომ ეჭვი შეიტანოს კრიზისამდელი ეკონომიკური დოგმების ჭეშმარიტებაში.

ნიშანი, რომელსაც სახალხო უკმაყოფილება იძლევა, მდგომარეობს შემდგომში: პოლიტიკოსებმა უნდა გადახიონ თავიანთი კრიზისამდელი სახელმძღვანელოები და დაუჭირონ მხარი რევოლუციას ეკონომიკურ აზროვნებაში. ხოლო თუკი პოლიტიკოსები უარს იტყვიან, „ველური მხეცი რომელიც დაელოდება საკუთარ დროს“, ამას მათ ნაცვლად გააკეთებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ