ახალგაზრდობა პოლიტიკაში, და არა მარტო

სტუდენტური აქტივიზმი, თუკი მისი პრობლემატიკის სრულად გაგება გვსურს, ყველაზე ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით, ეს კონტექსტი არის საზოგადოებრივი ცნობიერების ევოლუციის პროცესი.  მე ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანი, ამა თუ იმ როლით და ფუნქციით, წილით, გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად ვმონაწილეობთ ამ  პროცესში, რომლის მიზანი ჩვენი ერთობლივი თანაცხოვრების მუდმივი სრულყოფა და იდეალთან მიახლოებაა.  ყველა ჩვენი ქმედება ამ კონტექსტშია ჩაწერილი და სხვადასხვა მნიშვნელობისა და ხანგრძლივობის შედეგებს იწვევს.

ამ პროცესში  ჩვენ ყოველთვის სადღაც შუაში ვიმყოფებით – ერთი მხრივ, აშკარაა, რომ რაღაცას უკვე მივაღწიეთ, ვფლობთ იმას, რასაც შეგვიძლია კულტურა ვუწოდოთ, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. ამათ
მეორე მხრივ, ყოველთვის აშკარაა რომ სასურველისაგან ჯერ კიდევ შორს ვართ, რომ გაბატონებული წესრიგი არასრულფასოვანია და რომ საჭიროა განვითარება, ახალ მონაპოვრებზე ორიენტირება.გან ზოგიერთი მონაპოვარი თუ ფასეულობა ყველას მიერაა უდავოდ გაზიარებული, ზოგიერთი კი ყველას არ  მიაჩნია ფასეულ და შესანარჩუნებელ მონაპოვრად.

აქედან გამომდინარეობს, რომ საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სამეცნიერო, კულტურული პროცესების სახეს და ხასისათს ძირითდად სწორედ ორი უმთავრესი რამ ამოძრავებს – შე

ნახვის, გაფრთხილების, შენარჩუნების სურვილი, რასაც კონსერვატიზმი შეიძლება ვუწოდოთ, და ამავე დროს, ახლის, განვითარებისკენ მისწრაფება – პროგრესივიზმი. ცხადია, ერთი და იგივე ადამიანი ამ ორივე ფუნდამენტური მიდგომის მატარებელი შეიძლება იყოს, თუმცა  ბევრი თავის ფუნქციას მათგან ერთ–ერთის უფრო მეტად მიდევნაში ხედავს. სწორედ ამ ორ მიდგომას შორის კონკურენცია აყალიბებს და განსაზღვრავს პოლიტიკის ხასიათს – საერთოდ რაიმეს შეცვლის მოწინააღმდეგეებიდან დაწყებული – ე.წ. გრადუალისტების ან ევოლუციონისტების გავლით, რევოლუციური მიდგომის მომხრეებით დამთავრებული. ქმნის მთელ პოლიტიკურ დიაპაზონს იმ ორ უკიდურესობას შორის, რასაც ჩვენ მივეჩვიეთ პირობითად მემარცხენეობა და მემარჯვენება ვუწოდოთ. თუმცა ჩემი აზრით, ეს პროცესია, და არა სტატიკური მოცემულობა, და  ამდენად, აქვს მიმართულება, და არა მხარეები. სადაც არ უნდა ვიყოთ ამ პროცესში, არსებობს წინ და უკან, და არა მარჯვნივ და მარცხნივ.

საზოგადოებრივი ევოლუციის ეს პროცესი, აშკარაა, რომ სხვადასხვა სფროებში სინქრონულად ან ერთდროულად წარიმართება. ეს სფეროები ურთიერთდაკავშირებულია მე
ახალგაზრდული მოძრაობების როლი განსაკუთრებულია. თითქმის ყოველთვის ახალგაზრდობა მნიშვნელოვანი სოციალურ–პოლიტიკური ცვლილებების ავანგარდში იდგა. ეს ბუნებრივია – ახალგაზრდობა ხომ ყველაზე ხილვადი, ხელშესახები გამოხატულებაა იმისა, რასაც ჩვენ მომავალს, პერსპექტივას, ხვალინდელ დღეს ვუწოდებთ. მომავალი თაობების უფლება – იცხოვრონ მშვიდობიან და კეთილდღეობის მსოფლიოში – ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ ახალგაზრდობის ხმით გამოთქმის. მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდობა ზემოთხსენებული ორი მიდგომიდან უეჭელად და ავტომატურად პროგრესისტულ მიდგომას განასახიერებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები წარსულის, უკვე მიღწეულის, დამკვიდრებულის დასაცავად გამოდიან, როცა მას საფრთხე ემუქრება. ასეთი შემთხვევები ყოველთვის რეაქციული არაა და ხშირად საზოგადოების განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს. მაგალითად სტუდენტების გამოსვლა პენსიების შემცირების წინააღმდეგ, ან თუნდაც, ჩვენთვის ყველაზე თვალსაჩინო ახლო მაგალითი – გავიხსენოთ, რომ უახლოესი ისტორიის სტუდენტური მოძრაობები საქართველოში სტუდენტთა მიერ დავითგარეჯის კომპლექსის დაცვის მოთხოვნით დაიწყო.ტ–ნაკლებად სუსტი ან ძლიერი ძაფებით, და სიტუაციის ცვლილება ერთგან – სხვადასხვა ძალით აისახება სხვა სფეროებზე. მოვიხმობ დევიდ ჰარვის მეტაფორას, რომელიც ამ პროცესს წარმოგვიდგენს, როგორც გრძელი პერსპექტივისკენ მიმართულ  სპექტაკლს, რომელიც ერთდროულად მრავალ სხვადასხვა სცენაზე თამაშდება. ახალგაზრდული მოძრაობა ამ სცენათაგან ერთ–ერთია.

ასეთი მოძრაობები ხშირად ახალგაზრდების თვითდამკვიდრების სივრცედ იქცევა ხოლმე. მრავალი ადამიანი ამგვარ აქტივობაში საკუთარ მოწოდებას პოულობს, ამის მაგალითები უამრავია. მაგ. დანიელ კონ ბენდიტმა, ევროპარლამენტის ერთ–ერთმა კოლორი

ტულმა წევრმა კარიერა 68 წლის მაისის მოვლენების დროს დაიწყო. ასევე მაგალითად, ჩილელი ახალგაზრდა გოგონა კამილა ვალეხო, რომელიც ძალზე ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფიგურად ჩამოყალიბდა. მაგრამ სტუდენტები ძალზე მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ჯგუფია, ყველა მის წევრს სხვადასხვა მიზნები ამოძრავებს, და პოლიტიკური ან საზოგადოებრივი კარიერა არაა ის ერთადერთი, რის გამოც სტუდენტები მოძრაობაში ერთვებიან. ცხოვრების ნებისმიერი გზის არჩევისას, იქნება ეს მედიცინა თუ ხელოვნება, სოფლის მეურნეობა თუ ჟურნალისტიკა – ჩვენ გვჭირდება მშვიდობის და კეთილდღეობის ელემენტარული პირობები, რის გარეშეც სრულფასოვანი პირადი თუ პროფესიული თვითრეალიზაცია  შეუძლებელი იქნება. და როცა ვხედავთ, რომ ეს პირობები საფრთხის ქვეშაა, ან საერთოდ არ არსებობს, და ამავე დროს ვთვლით,  რომ ჩვენ ძალ

ისხმევას რაიმეს შეცვლა შეუძლია – უბრალოდ ვალდებულნი ვხდებით პროცესში ჩვერთოთ. და სწორედ იმის გაცნობიერება, რომ თავად ვმონაწილეობთ იმგვარი სამყაროს ფორმირებაში, როგორშიც გვსურს ვიცხოვროთ,  რომ რეალობას ვი

eღებთ არა როგორც უცვლელ მოცემულობას, არამედ როგორც ერთგვარ მასალას, რომელიც შემოქმედებითად შეგვიძლია გარდავქმნათ – განაპირობებს ამგვარი მოძრაობის მთავარ მიზიდულობას. ესაა აქტიური, შემოქმედებითი პროცესი, სადაც შრომასა და გართობას, სასიამოვნოსა და სასარგებლოს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს.

ამის საპირისპიროდ, ყველაზე მეტად ამგვარი მოძრაობისაგან ადამიანებს განიზიდავთ ეჭვი ან შიში, რომ სინამდვილეში ეს სულაც არაა საკუთარი რეალობის შენება, არამედ სხვათა – ცნობილ თუ უცნობ პოლიტიკოსთა თუ ძალთა მიერ დადგმული ან მართვადი პროცესია. და კვლავ – ასეთი შიშის შემთხვევაშიც კი მე გამოსავლად მიმაჩნია არა თვითიზოლირება, არამედ კიდევ უფრო მეტი და ხმამაღალი ჩართულობა, სწორედ საკუთარი იდეების, მოთხოვნების, პერსპექტივის საკუთარი ხედვის დამკვიდრება პროცესში, რასაც შეუძლია მართლაც სხვათაგან მართვად პროცესსაც კი ხასიათი და მიმართულება შეუცვალოს.

ამგვარად, ნებისმიერ, და მათ შორის სტუდენტურ მოძრაობას, ორი ძირითადი რამ განაპირობებს – საფრთხე, რომელიც განვითარების დაბრკოლებას, ან სულაც არსებული ვითარების გაუარესებას მოასწავებს, და იმედი, რომ  პოზიტიური ალტერნატივის განხორციელება, სხვაგვარი სამყარო  შესაძლებელია.

საქართველოში ბოლო წლების სტუდენტური მოძრაობა, რომელიც ლაბორატორია 1918, ნარინჯისფერი კლუბისა და სხვა ჯგუფების აქტივობას უკავშირდება, სწორედ ამ საფრთხის გამო დაიწყო – იმ აუტანელი ვითარების გამო, რომელშიც საზოგადოება ბოლო წლებში ცხოვრობდა. დასაწყისისთვის  უმთავრესი მოთხოვნა სწავლის საყოველთაო ხელმისაწვდომობა იყო, რადგან განათლების ხელიმისაწვდომობის გარეშე თანამედროვე სამყაროში არც ერთ საზოგადოებას არ აქვს პერსპექტივა დადგეს ცივლიზებულ ხალხთა შორის. მაგრამ ამავე დროს, ამ ახალგაზრდებს ესმოდათ პრობლემის სისტემური ხასიათი, რომ ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნებოდა ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემების გადაჭრის გარეშე. საბოლოოდ ეს მიდგომა ჩამოყალიბდა ზოგადად სისტემისა

დმი დაპირსპირებასა და მისი შეცვლის აუცილებლობის გაცხადებაში. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდული მოძრაობა, არ წყვეტდა რა განათლების საკითხის აქტუალიზირებას, მუდმივად უერთდებოდა ან თავად ინიცირებდა სხვა სახის აქტივობებს, იქნებოდა ეს შრომის კოდექსის შეცვლის მოთხოვნა თუ სოლიდარობა და მატერიალური დახმარება ქუჩაში დაყრილი დევნილებისადმი, 26 მაისის დარბევის, თუ  გაურკვევლ ვითარებაში  პატიმართა გარდაცვალების გამო პროტესტი და ა.შ. მაგრამ ფართომასშტაბიან მოძრაობაში ეს ვერ გადაიზარდა. ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ციხის ცნობილი კადრები გავრცელდა.

სწორედ იმიტომ, რომ აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავად ისეთი საკითხი, არც არც ერთ ცივილიზებულ საზოგადოებაში არ შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაზეც საზოგადოების თუ პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე – მარჯვენაც და მარცხენაც – ერთნაირად თანხმდება – ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლებისა და ღირსების ხელშეუხებლობის საკითხი. და სწორედ იმიტომ, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პრეფერენციების მიღმა დგას, და არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგიის კუთვნილებად გამოცხადდეს, ასეთ იმპულსზე დაფუძნებულ აქტივობას მე ვუწოდებ მეტა –პოლიტიურს. ესაა ჩემი აზრით, შეიძლება ცოტა დამაბნეველი, მაგრამ ჩემთვის დღეს ყველაზე ადექვატური სახელი, პასუხი იმ ინფანტილურ განცხადებეზე, რომელიც ხშირად გვესმის ხოლმე, მათ შორის, ზოგჯერ თავად სტუდენტებისგან – რომ მოძრაობა აპოლიტიკურია. ჩემი აზრით, თუკი ასეთი მოძრაობის წონას და გავლენას ვიგულისხმებთ პოლიტიკურ პროცესებზე, იგი არათუ აპოლიტიკურია, არამედ სწორედაც პოლიტიკური ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. ეს არის არა რომელიმე პოლიტიკური პოზიციის დაკავება, არამედ  – მეტა–პოლიტიკური ჟესტი – თამაშის წესების, ფასეულობების კარნახი პოლიტიკურ ძალთადმი, ზოგადად პოლიტიკური აქტივობის, როგორც ასეთისადმი.

მაგრამ ჩემი აზრით, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მხოლოდ ციხის კადრების გავრცელება იყო ამ აქტივობის მიზეზი. მხოლოდ არსებული სიტუაციის მიუღებლობა ჯერ კიდევ არაა საკმარისი მიზეზი ფართომასშტაბიანი აქტივობისთვის. საჭიროა  კიდევ მრავალი ფაქტორის დამთხვევა. მაგალითად, ხელსაყრელი დრო, და წინაასაარჩევნო პერიოდი სწორედ ასეთი აღმოჩნდა. და მაინც, ჩემი აზრით, მთავარია რეალისტური პოზიტიური ალტერნატივის ხედვა. სხვა საქმეა, რომ ეს ხედვა ზოგჯერ მცდარი აღმოჩნდება ხოლმე და ადამიანებს იმედგაცრუება ეუფლებათ – მოცემულ პირობებში ეს ხედვა რეალისტურად უნდა მიგვაჩნდეს. ასეთი ხედვა ყველაზე უკეთ კრავს და აერთიანებს ადამიანებს. სტუდენტთა მიერ ვითარების შეცვლის აუცილებლობის განცხადებამ და იმ ალტერნატივის გაზიარებამ, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი მანამდეც ემხრობოდა,  ერთი მხრივ მძლავრი მოტივაცია შეუქმნა სტუნდეტური მოძრაობის უფრო გაფართოებას, მეორე მხრივ, გაერთიანების და გაფართოების სტიმული მისცა მთლიანად საზოგადოებრივ მოძრაობას. ყველაფერი დასრულდა იმით, რასაც მე ვუწოდებ რევოლუციას საარჩევო ურნებთან, ან უბრალოდ – საარჩევნო რევოლუციას.

ციხის კადრების გავრცელებამ ჩემი აზრით, საფუძველი გამოაცალა მცდარ, საბჭოური მენტალობის გადმონაშთ არგუმენტებს, რომ პოლიტიკა ახალგაზრდების საქმე არაა, და შიშს, რომ

ნებისმიერი აქტივიზმი აღქმული იქნებოდა როგორც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა. ეს შიში, გამოხატული სტანდარტულ კლიშეებში, რომ პოლიტიკა – ბინძური საქმეა, რომ ყველა პოლიტიკოსი – გარეწარია და ა.შ. იყო ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი შემაბრკოლებელი ფაქტორი, რაც მოძრაობის გაფართოებას ხელს უშლიდა. თუმცა კლიშეები და სტერეოტიპები მუშაობას აგრძელებს, და უკვე მოძრაობის გაშლისას რამოდენიმეჯერ გაისმა, ჩემი აზრით, ასევე მცდარი მოსაზრება – რომ მხოლოდ და სწორედ  სტუდენტობაა ერთადერთი პროგრესული ძალა. ესაა, როგორც კვლავ, დევიდ ჰარვი იტყოდა,  უმძიმესი პოლიტიკურ შეცდომა, რომლის მიზეზებიც გასაგებია, მაგრამ სულაც არა გამართლებული. შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ამ მრავალ სცენაზე მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესში თითოეულ ჩვენგანს ის სცენა ჰგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც თავად თამაშობს, ის როლი ჰგონია საკვანძო, რომელსაც თავად ასრულებს. ეს მართლაც მძიმე შეცდომაა. როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია მთელი პროცესი ერთ სცენაზე წარიმართოს – ეს არასოდეს მოხდება. და რადგან ეს სცენები ურთიერთქმედ

ებენ და გავლენას ახდენენ ერთმანეთზე, სწორი და სასურველია ერთ ზოგად მიზანზე ორინეტირებულ სხვა სცენებთან საერთო ფასეულობებზე და პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

დაბოლოს, რომ შევაჯამოთ: სტუდენტური აქტივიზმის პრობლემატიკა ჩემი აზრით, დღეს შემდეგი კითხვის გარშემო აიგება: დარჩება სტუდენტური აქტივობის ერთადერთ ფორმად მხოლოდ მეტაპოლიტიკური სპონტანური პასუხები ექსისტენციალურ–პოლიტიკურ ინციდენტებზე, რაც სავარაუდოდ, არც ისე ხშირი იქნება, თუ შეძლებს გადაიზარდოს თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ პროცესში? და თუ ასეთი პროცესი შესაძლებელია, მე მის წინაშე ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავ:

პირველი – საკუთრივ  ახალგაზრდული მოძრაობის გაძლიერებას, ახალგაზრდული ცნობიერების ამაღლებას, ავტორიტარიზმის ტენდენციების ამოცნობას და დაპირისპირებას,  თავისუფლების და პასუხისმგებლობის ცნობიერების აღზრდას პროცესებში, სადაც ადამიანები არა მხოლოდ წიგნებიდან სწავლობენ, არამედ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრაქტიკას პროცესებში უშუალოდ  გადიან. მოკლედ, ახალგაზრდების მეტ მონაწილეობას  საზოგადოებრივი ცხოვრების ყვლა სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოძრაობას, რომელიც  საზოგადოების, როგორც შემოქმედებითი თვითრეალიზაციის სივრცის ფორმირებისკენაა მიმართული.

და მეორე მხრივ, კავშირების დამყარება ახალგაზრდულ–სტუდენტურ ჯგუფებს შორის, და ასევე – თანამშრომლობას სხვა სცენებთან, მაგალითად, პროფკავშირებთან, არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არტისტულ აქტივობებთან – როცა და სადაც ეს შესაძლებელი და გამართლებულია.

ეს კი როგორც ჩანს, არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ მთელი საზოგადოების გამოწვევაა. და თუ ამ გამოწვევებს ყველამ ერთად გავართვით თავი, პერსპექტივა, რომლისთვისაც ჩვენ სხვადასხვა სცენებზე ვთამაშობთ, შესაძლოა არც ისე შორეული აღმოჩნდეს, როგორც დღეს გვეჩვენება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ