სოციალ-დემოკრატების მიმართვა ბიზნეს ასოციაციას

28534599_1751115588243731_283449568_n

სოციალ-დემოკრატების მიმართვა:  

ბიზნეს ომბუდსმენთან შეხვედრისას, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნაჩქარევად იღებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს და „მემარცხენე“ კანონპროექტები აზარალებს ყველას. ჩვენ აქამდეც ვაცხადებიდთ  და ეხლაც და ვაცხადებთ, რომ ეს კანონი არა თუ ნაჩქარევი, არამედ დაგვიანებულია. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შეზღუდული და შეუსაბამოა, როგორც ქართულ რეალობასთან, ისე საერთაშორისო გამოცდილებასთან მიმართებით,  რადგან ის უზრუნველყოფს  მხოლოდ შრომის უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს რამდენიმე სექტორში  და არ ეხება შრომის კოდექსით გაწერილ ისეთ სხვა შრომით უფლებების კოტროლს.

დღეს საქართველოში არსებული მაღალი უმუშევრობის ფონზე, დამსაქმებლები იმყოფებიან უპირატეს მდგომარეობაში. ერთ სამუშაო ადგილზე სამსახურის მრავალი მაძებარი მოდის, რაც დასაქმებულს იძულებულს ხდის დათანმხდეს ნებისმიერ შრომით პირობებს თუ ხელფასს. ამის ფონზე, როდესაც (უმუშევრობის შიშით) დასაქმებულებს თავად არ შეუძლიათ საკუთარი უფლებების სამუშაო ადგილებზე დაცვა, საჭიროდ მივიჩნევთ შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებების და შრომითი პირობების სახელმწიფო მონიტორინგს, დარგობრივ დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, სასამართლოში შრომით დავების სპეციალიზაციას, ზეგანაკვეთური შრომის მონიტორინგს და ა.შ. ამ და სხვა ინიციატივებს ახლო მომავალში აუცლებლად დაწვრილებით გავაცნობთ ყველა დაინტერესებულ მხარეს.

დღეს დამკვიდრებული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ როგორც წესი ბიზნესი მოგების გენერირებას მშრომელების ექსპლოატაციის და არა ტექნოლოგიურ გადაიარაღების და შრომის მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე ახდენს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი შრომითი დაწესება კომპანიებს არა გაკოტრებისკენ, არამედ განვითარების გზების ძიებისკენ უბიძგებს. ბიზნესმა, უნდა გააცნობიეროს, რომ ღირსეული სამუშაო პირობები ამაღლებს მოტივაციას და შრომის მწარმოებლურობის ზრდას,  რაც წარმატებული ბიზნესის წინაპირობაა.

ასევე, მივესალმებით კანონს, მომხმარებელთა უფლებების შესახებ. რამდენადაც მომხმარებლის ინფორმაცია პროდუქტებზე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ამ პროდუქტის მიმწოდებლის ინფორმაციას, რითიც იზრდება საფრთხე, რომ მომხმარებელი მოტყუებული დარჩეს. ამასთან ერთად მივიჩნევთ, რომ საერთო სტანდარტის დაწესება ასევე ბიზნესის ინტერესებში შედის –  ყველა მოთამაშე საერთო თამაშის წესებს დაექვემდებარება, რაც სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კოლეგების და მთლიანად საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა ეკონომიკური და ადამიანური განვითარების აუცილებელი კომპონენტია. თუ ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ განცდა, რომ ამ პროცესებში არასაკმარისად მონაწილეობენ, მათი შეუძლიათ სერიოზულად მოეკიდონ სამმხრივი კომისიის ფორმატს (დამსაქმებლები, დასაქმებულები, სახელმწიფო) და აქტიურად ჩაერთონ მასში, რათა გადაწყვეტილებები ერთობლივად იქნას მიღებული.

ჩვენი მხრივ იმედს ვიტოვებთ, რომ ბიზნესის პროგრესული ნაწილი მხარს დაუჭერს შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივებს.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ