► მარიანა მაცუკატო ეკონომიკის პროფესორია ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტში; ასევე, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს წევრია. მისი საქმიანობა ძირითადად ინოვაციებსა და ინდუსტრიულ განვითარებას უკავშირდება. მაცუკატო ავტორია წიგნისა: “სახელმწიფო როგორც მეწარმე: მითი ჩამორჩენილი სახელმწიფოსა და კერძოს სექტორის წინააღმდეგობის შესახებ“, რომელიც მსოფლიოში სახელმწიფოს როლის შესახებ მიმდინარე თანამედროვე დებატებს ეხმიანება. მისი უკანაკსნელი წიგნი – “გადავიაზროთ კაპიტალიზმი – ეკონომიკური პოლიტიკები მდგრადი და ინკლუზიური ზრდისთვის” – 2016 წელს გამოვიდა.
► ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ მაცუკატოს შემდეგი წერილები და ინტერვიუები:
“შემოქმედებითი სახელმწიფო”
” მწვანე ახალი კურსისაკენ”
“როგორ ახალისებს სახელმწიფო ინოვაციებს”
“თუ ჩვენ გვინდა სილიკონ ველი ევროპაში, ვნახოთ რა მოხდა რეალურად სილიკონ ველში”
► გთავაზობთ მარიანა მაცუკატოს TED-ის გამოსვლას : “სახელმწიფო – ინვესტორი, რისკების ამღები, ინოვატორი” – ქართული სუბტიტრებით.
► თარგმნა და მოამზადა ვანო აბრამაშვილმა
► მედია-პლატფორმა მადლობას უხდის ვიდეოს ავტორს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისობრივი წვლილისათვის.
- “ვენჩურული კაპიტალი” – ინვესტიცია ზრდის პოტენციალის მქონე ახალ და მცირე საწარმოებში, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი – საქართველოს სამოქალაქო განათლების ლექსიკონი.