მაია ავლოხაშვილი: პოლ მეისონის „პოსტკაპიტალიზმის“ პრინციპები

paul-masonავტორი: მაია ავლოხაშვილი.

პოლ მეისონი გახლავთ ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ წიგნში “პოსტკაპიტალიზმი – გზამკვლევი მომავლისკენ” (2015) განიხილავს ციფრულ რევოლუციას, რომელსაც აქვს პოტენციალი გარდაქმნას თანამედროვე კაპიტალიზმი – წარმოების წესი, შრომა და ღირებულება. ის საუბრობს პარალელური ვალუტების აღმოცენებაზე, ახალი ტიპის კოოპერატივებზე, თვით-ორგანიზებად ონლაინ სივრცეებზე (მაგალითად “ვიკიპედია”). პოლ მეისონის აზრით, გლობალური ფინანსური კრიზისის ფერფლიდან არსებობს შანსი შეიქმნას უფრო სოციალურად ორიენტირებული, მდგრადი გლობალური ეკონომიკა. წიგნში ის ასევე საუბრობს რუსი ეკონომისტის ნიკოლაი კონდრატიევის, გერმანელი ეკონომისტის კარლ მარქსის, ავსტრიელი ეკონომისტის რუდოლფ ჰილფერდინგისა და ამერიკელი ეკონომისტის ჯოზეფ შუმპეტერის იდეებზე.

პოლ მეისონი პოსტკაპიტალისტურ წესრიგზე საუბრისას განიხილავს “პროექტ ნულის” იდეას.

„პროექტ ზეროს“ ძირითადი ინსტიქტები

თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი კითხვა ფორმულირდება ასე: რისგან შეიძლება შედგეს ფართომასშტაბური პოსტკაპიტალისტური პროექტი? მეისონი ამას უწოდებს “პროექტ ნულის” განხორციელებას, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება არანახშირბადულ სისტემაზე გადასვლა, რაც გულისხმობს ენერგეტიკულ სისტემაში ნავთობის როლის გაუქმებაზე, ანუ ცივილიზებული სამყარო ემზადება ნავთობის დამთავრების ეპოქისთვის (ამასთან დაკავშირებით იხ. 2010 წ.-ს რიჩარდ სიარსის – ახალი ენერგეტიკული რესურსების ექსპერტის გამოსვლა.

იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ რას გულისხმობს “პროექტი ზერო”, მეისონი გვთავაზობს თვალი გადავავლოთ წარსულს, რომელშიც ძევს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ-შეცდომები და წარუმატებლობები და გავაანალიზოთ.

საუბარია რამდენიმე პრინციპზე.

I პრინციპი – მდგომარეობს იმაში, რომ კარგად გვესმოდეს ადამიანური ნების (ნებელობის) შეზღუდულობა რთული და მყიფე სისტემის პირისპირ. ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს ამის გაგება. სინამდვილეში, ამის გაგება ვერ შეძლეს ვერც გასული საუკუნის ტრადიციულმა პოლიტიკოსებმა. მეისონი დარწმუნებულია, რომ “დღეს ეს ჩვენ კარგად გვესმის.“ გამოსავალი კი მდგომარეობს ყველა მოსაზრების (წინადადების) მაკროეკონომიკური ზემოქმედების პირობებში მცირე მასშტაბების ტესტირებასა და მრავალჯერად მოდელირებაში იმის წინაშე, თუ როგორ უნდა დაინერგოს (და განხორციელდეს) ეს დიდ მასშტაბებში.

პოლ მეისონს მოყავს 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილი რუსი ეკონომისტისა და სოციოლოგის ევგენი პრეობრაჟენსკის ვარაუდი, რომლის შესახებაც პირდაპირ ამბობს, რომ ეს იყო წინასწარმეტყველება იმის თაობაზე, რომ როდესაც საბაზრო ძალები დაიწყებენ გაქრობას, ეკონომიკა გადაიქცევა მეცნიერებად, რომელიც დაკავდება არა მხოლოდ წარსულის ანალიზით, არამედ მომავლის პროექტირებით – ”ეს სავსებით ახალი მეცნიერებაა. ეს არის სოციალური ტექნოლოგია.” – ევგენი პრეობრაჟენსკი.

ამ ფრაზას შეიძლება დიდი დაბნეულობა მოყვეს, რამდენადაც ააშკარავებს იმ შიშებს, რომელიც ჩნდება საზოგადოებაში მანქანის მიმართ. მაგრამ მეისონის აზრით პრეობრაჟენსკი შორსმჭვრეტელურ, გამჭრიახ და საკმაოდ ფაქიზ აღწერებს იძლევა იმ ინსტრუმენტალიებისა, რომლებსაც გამოიყენებს “სოციალური ტექნოლოგია.” საუბარია განჭვრეტის და მწყობრი ხელმძღვანელობის უაღრესად რთულ და განტოტვილ ნერვულ სისტემაზე. მეისონი აქ ითხოვს ყურადღების დაძაბვას რუსი ეკონომისტის მიერ გამოყენებულ ლინგვისტურ ერთეულებზე – “ხელმძღვანელობა და განჭვრეტა”, და არა “განკარგულებათა გაცემა (კომანდორობა)” და “კონტროლი”. ასევე, საგულისხმოდ მიაჩნია ტერმინი: “ნერვული სისტემა” და არა “იერარქია”. საბჭოთა სისტემა ეყრდნობოდა სწორედ “კომანდორობას”, კონტროლს და ბიუროკრატიულ იერარქიას. ხოლო დასავლეთი – ქსელს. როდესაც საქმე დადის ორგანიზაციულ ცვლილებასთან, ქსელებს შეუძლიათ უკეთესად იფუნქციონირონ, ვიდრე იერარქიებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სათანადოდ ვცემთ პატივს მათ თანმდევ სირთულესა და მყიფობას, დასძენს მეისონი.

II პრინციპი – გადასვლის აუცილებლობათა პროექტირებას ეხება – ეს გახლავთ ეკოლოგიური მდგრადობა. ჩვენ თავს დაგვატყდება გარე შოკები, სავარაუდოდ, ზედიზედ დაგვემხობა თავზე ენერგიის მოკლევადიანი ლოკალური დეფიციტები, მოსახლეობის სიბერე და მომდევნო 30 წლიანი მიგრაციები; ამის შემდეგ კი კლიმატურ ცვლილებათა კატასტროფები. ჩვენი ამოცანაა, გავერკვეთ ამ მოვლენებში, შევიმუშავოთ იმ ტიპის ტექნოლოგიები, რომლებიც მდგრად ზრდადობას უზრუნველყოფს და დაეხმარება სიცოცხლეს. ჩვენ რამენაირად უნდა შევძლოთ განვითარების უკუქცევა, რათა გადავარჩინოთ პლანეტა.

III პრინციპი – ეხება ამ ფაზურ გადასვლაში “არა მხოლოდ ეკონომიკას”. მეისონი პირდაპირ ასახელებს: გადასვლა ეხება “ახალ ადამიანს, რომელსაც ქსელური ეკონომიკა ქმნის.” ამ ტიპის ადამიანს ექნება თავისი ახალი სისუსტეები და ახალი პრიორიტეტები. მის მიერ საკუთარი თავის აღქმადა ზოგადად, კოგნიციები, საკმაოდ შორს იდგება ჩვენი ბებია-ბაბუების კოგნიციებისგან. ახალი ადამიანისთვის ნებისმიერი როლი, იქნება ეს სასიყვარულო, სოციალური თუ უბრალოდ , ურთიერთობები, ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორიც იყო ჩვენი როლი სამსახურებში. ამიტომ, მეისონს “პროექტ ნულის” პრინციპებში, ჩართული აქვს ეს მიმართულებაც – “პოსტკაპიტალისტური პროექტი ვერ დაეყრდნობა მხოლოდ ეკონომიკას და სოციალურ სამართლიანობას”, აცხადებს ის და მოჰყავს ფრანგი რადიკალური მემარცხენე ფილოსოფოსის ანდრე გორცის მოსაზრება, რომელიც აცხადებდა, რომ ნეოლიბერალიზმმა მოსპო შრომაზე დაფუძნებულ უტოპიათა შესაძლებლობა. პოლ მეისონის აზრით ჩვენ ვდგავართ სწორედ ისეთი გამოწვევების პირისპირ, რომელშიც თავის დროზე აღმოჩნდნენ ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკები. დღეს სპეციფიკურ სოციალურ ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ მოკლევადიანი პრიორიტეტები,რომლებიც უფრო ფართო ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრიორიტეტებთან წინააღმდეგობაში მოდიან. სწორედ ამისთვისაა აუცილებელი ქსელები, რათა შედგეს მოლაპარაკებები და ნებისმიერისგან შემოთავაზებულ იქნას ალტერნატიული ხედვა. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიის ახალი ფორმები რომ გამოინახოს კონკურენტულ პრეტენზიათა შორის კომპრომისული გზები. მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება იოლი.

IV პრინციპი – ეს პრინციპი საუბრობს იმაზე, რომ პრობლემა დანახული უნდა იყოს ყველა რაკურსიდან და ყველა მხრიდან. ქსელური შესაძლებლობების განვითარებაში გონიერ ქმედებებს ფლობენ არა მხოლოდ სახელმწიფოები, კორპორაციები და პოლიტიკური პარტიები, არამედ ინდივიდებიც. სწორედ მათ და ადამიანთა დროებით ჯგუფებს ასევე შეუძლიათ ცვლილებათა მნიშვნელოვანი ძრავის როლი შეასრულონ.

ახლა, მიმდინარე დროში, ანუ სინქრონში ერთრანგიანი წარმოების მოძრაობაში ჩართული მოაზროვნეები და აქტივისტები კონცენტრირდებიან ექსპერიმენტულ, მცირე პროექტებზე – მაგალითად, ურთიერთდახმარებისა ან კოოპერატიულ საზოგადოებებად. სახელმწიფოზე კი აზროვნებენ მხოლოდ კანონთა დონეზე, რომლებმაც წესით უნდა დაიცვან და გააფართოონ ასეთი ერთრანგიანი წარმოების სფერო. გარდა ისეთი მოაზროვნეებისა, როგორებიც არიან მიშელ ბოვენი (Michel Bauwens. V. Kostakis and M. Bauwens, Network Society and Future Scenarios for a Collaborative Economy (London, 2014) და მაკენზ უორკი ( McKenzie Wark . M. Wark, A Hacker Manifesto (Cambridge MA, 2004), ცოტას თუ აღელვებს კითხვები იმის შესახებ, როგორ გამოიყურება წარმოების ამ ახალ უნართა გათვალისწინებით მართვისა და რეგულირების მთელი სისტემა.

პასუხად, ჩვენ უფრო ფართოდ უნდა გავიაზროთ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები, მაშინ შესაძლებელია მივაგნოთ “ამოხსნებს” და ასე გამოვიყენოთ ისინი – მცირე ექსპერიმენტთა განზოგადება და ხელისუფლებების ადმინისტრაციული ქმედებები.

ამიტომ, თუ ფინანსურ სფეროში გაფართოება დივერსიფიცირებული სოციალური საბანკო სისტემის შექმნაში მდგომარეობს, მაშინ ურთიერთდახმარების საზოგადოებები ამ პრობლემას აგვარებენ ერთი მიმართულებით, ზოგიერთი სპეკულაციური ფორმების საკანონმდებლო აღკვეთებს – მეორეთი, ხოლო ჩვენი ფინანსური ქცევების ცვლილებებს არეგულირებენ – მესამეთი.

V პრინციპი – წარმატებული გადასვლისა, მდგომარეობს ინფომაციის ძალის მაქსიმალურ გააზრებაში. სმარტფონთა მოხმარებისა და დანართთა უპირატესობაც და განსხვავებაც 20 წლის წინანდელ პერსონალურ კომპიუტერებთან იმაშია, რომ თანამედროვე დანახარჯები საკუთარი თავის ანალიზსს ახდენენ და თავის მუშაობის შესახებ აგროვებენ ინფორმაციას. ჩვენს ტელეფონებსა და კომპიუტერებში თითქმის ყველაფერი გადასცემს ინფორმაციას ჩვენივე ქმედებათა შესახებ ტექნოლოგიათა მწარმოებელ კორპორაციებს. ძალიან მალე ინფორმაცია დაიწყებს დენას ენერგიათა “ჭკვიანი” მრიცხველებიდან მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ავტომანქანების მგზავრომას კომპიუტერული მრიცხველები მოახდენენ. აგრეგირებული მონაცემები (მთლიანი მაჩვენებლების მიღების მიზნით რაიმე ერთფეროვანი მაჩვენებლების შეჯამება) ჩვენი ცხოვრების შესახებ რომლებშიც მალე ჩაერთვება ავტომანქანათა მართვის სიჩქარეები, ყოველდღიური დიეტა, სხეულის მასა და გულისცემის სიხშირე – უკვე თავადვე შეიძლება იქცნენ ყველაზე ძლიერ “სოციალურ ტექნოლოგიად.”

circuitროდესაც “საგანთა ინტერნეტი” იქნება ჩაშვებული, ჩვენ აღმოვჩნდებით ინფორმაციული ტექნოლოგიის სასტარტო წერტილში. ამ მომენტიდან მთავარ პრინციპად იქცევა დემოკრატიული სოციალური კონტროლი აგრეგირებულ ინფორმაციებზე და მისი მონოპოლიზაციის ან ბოროტად გამოყენების აღმოფხვრა სახელმწიფოთა და კორპორაციათა მხრიდან.

მეისონის აზრით, “საგანთა ინტერნეტი” შეავსებს მასშტაბურ სოციალურ მანქანას – მხოლოდ ერთი ანალიტიკური სიმძლავრის გამოყენება გახდება საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს რესურსების ოპტიმიზაცია იმგვარად, რომ საგრძნობლად შემცირდეს ნახშირწყალბადთა, ნედლეულთა და შრომის გამოყენების “საცავები”. შეიქმნება “ჭკვიანი” ენერგეტიკული და ქსელური ბილიკები, ასევე საგადასახადო დაბეგვრა – ეს ყველაფერი ამოცანათა ნუსხაში ასე თუ ისე ცხადი პუნქტებია. მაგრამ ამ ახალი მასშტაბური მანქანის სიმძლავრე განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, რომ ინფორმაციის გადაცემითა და თვალთვალით იქნება დაკავებული; არამედ იმითაც, რომ ცოდნის სოციალიზაციას შეეძლება ქმედებათა შედეგების გაძლიერება.

“მშვენიერი ეპოქის” სოციალისტები აღფრთოვანებით ხვდებოდნენ მონოპოლიების და კარტელების შექმნას – საკმარისია ის დაიპყრო და შესაძლებელი ხდება ცენტრიდან იოლად აკონტროლო საზოგადოება, ფიქრობდნენ ისინი.

ახალი პროექტი კი კონტროლის დეცენტრალიზაციას გვთავაზობს, მაგრამ ამისთვის არ არსებობს უკეთესი ინსტრუმენტი, ვიდრე თავად მასშტაბური მანქანის შექმნა, რომელიც ყველაფიზიკურ მონაცემს გადაამუშავებს.

როდესაც ვფლობთ ასეთ მონაცემთა ბაზებს, შეგვიძლია სოციალური რეალობა კოლექტიურ კონტროლს დავუქვემდებაროთ. მაგალითად, ეპიდემიოლოგიაში ახლა აქცენტები კეთდება უკუკავშირების მარყუჟთა დანერგვაზე, რომელიც სიღარიბეს, სტრესს, გაბოროტებას წარმოქმნის და რაც ანგრევს ოჯახებს, ანადგურებს ჯანმრთელობას. ამ პრობლემათა წარმოჩენის გაძლიერება და მათი შემსუბუქების გზების ძიება სოციალურ მედიცინაში წინა პლანზეა წამოწეული. წარმოიდგინეთ, რამდენად გაძლიერდება მედიცინა თუკი მოხერხდება, რომ სიღარიბის და ავადმყოფობების, რაც ზოგადად ღარიბი საზოგადოებების თანამდევია, რეალურ დროში ჩაქრობა მოხდება თავად მათი მიკროდონეზე მონაწილეობით, ვინც ამ პრობლემებით იტანჯება.

პოლ მეისონის აზრით, ასეთი სიმძლავრეების კიდევ მეტად გაძლიერება და ღია ინფორმაციები გახდება “პროექტ ზეროს” (პროექტ ნულის) მამოძრევებელი ძირითადი ინსტიქტები.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ