პოლ კრუგმანის ბრალდებას ნაომი კლაინი პასუხობს

ცნობილი კანადელი ჟურნალისტი ნაომი კლაინი “ნიუ-იორკ თაიმსის” მესვეტესა და ნობელის პრემიის ლაურეატ ეკონომისტს პოლ კრუგმანს ტვიტერზე გამოეხმაურა, რომელმაც მწვანეთა პარტიის ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯილ სტეინის ამომრჩევლები ტრამპის გამარჯვებაში დაადანაშაულა .

https://twitter.com/NaomiAKlein/status/796218449659707392?ref_src=twsrc%5Etfw

როგორც კლაინი თვლის, სწორედ კრუგმანის და მსგავსი ჭკუის დამრიგებლების ბრალია მესამე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერების დემორალიზება და მათი მიჩნევა მენტალურ ავადმყოფებად. ნაომი კლაინი გულისხმობს “ნიუ-იორკ თაიმსის” სვეტზე, პოლ კრუგმანის მიერ 2016 წლის მაისში გამოქვეყნებულ წერილს, სახელწოდებით “სიმართლე სანდერსის მოძრაობის შესახებ”.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი კარლ ბიალიკი ონლაინ ჟურნალ “FiveThirtyEight“-ზე შენიშნავს, შეუძლებელია გამოვთვალოთ რამდენი მათგანი მისცემდა ხმას ჰილარი კლინტონს ლიბერტარიანელი პარტიის კანდიდატის, გარი ჯონსონისა და მწვანეთა პარტიის კანდიდატის ჯილ სტეინის ამომრჩეველთაგან, ან დაუჭერდა თუ არა საერთოდ ეს ხალხი ჰილარის ხმას.

NBC-ის ცნობები არჩევნებზე ჯილ სტეინისა და ჯონსონის კანდიდატურების გავლენის შესახებ გაზვიადებული იყო. მაგრამ, იმ შტატებშიც კი, სადაც კლინტონმა გადამწყვეტი ბრძოლა წააგო, მასზე უკმაყოფილო ლიბელებსაც რომ ხმა მიეცათ მისთვის, რომლებიც ჩვეულებრივ დემოკრატიულ პარტიას უჭერენ მხარს, მაინც შეუძლებელია ამას გადაეწონა ფერედკანიანებსა და ლათინოსებში მისი უპრეცედენტო არაპოპულარობა. ეს გახლდათ აუცილებლად მოსაგები ორი დემოგრაფიული ჯგუფი, სადაც ისტორიულად დაბალი შედეგი მიიღო კლინტონმა.

წყარო: US Uncut

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ