მაიკლ მური: ტრამპი მასებისთვის მოლოტოვის კოქტეილია

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

trumplandწარმოგიდგენთ თარგმანს ამერიკელი კინოდოკუმენტალისტის, მაიკლ მურის 2016 წლის აშშ-ის საარჩევნო კამპანიის შესახებ ახლახან გადაღებული ფილმიდან: “Michael Moore in TrumpLand”. ფილმი წარმოადგენს მის სოლო პერფონმანსს, რომელიც გადაღებულ იქნა ოჰაიოს შტატში, მერფის თეატრში 2016 წლის 7 ოქტომბერს. პრემიერა კი გაიმართა 11 დღის შემდეგ, 18 ოქტომბერს ქ. ნიუ-იორკში “IFC”-ის ცენტრში

მაიკლ მური არის რეჟისორი და პროდიუსერი ფილმისა „ფარენგეიტი 9/11“ (2004), რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის,ჯორჯ ბუშ უმცროსის და მის მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციებს კრიტიკულად აანალიზებს. ფილმი გახდა ამერიკაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი დოკუმენტური ფილმი და აიღო ოქროს პალმის რტო. მაიკლ მურის მეორე დოკუმენტურმა ფილმმა „ჯანდაცვა“ (2007), რომელიც იკვლევს ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას აშშ-ში და ადარებს მას საყოველთაო ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებს, ფართო აღიარება ჰპოვა.

2005 წელს, ჟურნალმა „ტაიმმა“ მური შეიყვანა მსოფლიოს 100 გავლენიან ადამიანს შორის.

© European.ge

“დონალდ ტრამპი მოვიდა დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში, ის იდგა კომპანია „ფორდის“ აღმასრულებელი დირექტორების წინაშე და ამბობდა: თუ თქვენ, როგორც გეგმავთ, დახურავთ ამ ქარხნებს დეტროიტში და გადაიტანთ მათ მექსიკაში, მე 35%-იან ტარიფებს დაგიწესებთ იმ მანქანებზე, რომელსაც თქვენ მექსიკიდან შემოიტანთ და ვეღარასდროს გაყიდით.

საოცრება იყო ამის ხილვა.

არავის პოლიტიკოსთაგან – არც „დემოკრატებიდან“ და არც „რესპუბლიკელებიდან“ – არასდროს გაუბედავთ მსგავსი რამ ეთქვათ ამ დირექტორებისთვის. ეს მუსიკასავით გაისმა ოჰაიოში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და უისკონსინში მცხოვრები ადამიანების ყურებში. ეს გახლავთ ბრექსიტის შტატები. თქვენ ცხოვრობთ აქ ოჰაიოში და კარგად ხვდებით თუ რას ვგულისხმობ.

გულისხმობს თუ არა ამას ტრამპი, ეს აქ არარელევანტურია, რადგან ის გულგატეხილ ხალხს ესაუბრება. და ამიტომაცაა, რომ ყველა დაცემულ, უსახელო, დავიწყებულ მშრომელს, რომელებიც საშუალო კლასის წევრები უნდა ყოფილიყვნენ უყვართ ტრამპი.

ის ადამიანი მოლოტოვის კოქტეილია, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ. ის ადამიანი ყუმბარაა, რომლის შეგდებაც ლეგალურად შეუძლიათ იმ სისტემაში, რომელმაც მათ ცხოვრება წაართვა. მათ დაკარგეს სამსახურები, ბანკებმა წაართვეს სახლები და მანქანები. შემდეგ ისინი ცოლებმა და შვილებმა მიატოვეს. მათ არ ქონიათ ნამდვილი შვებულება წლების განმავლობაში. ისინი გაჭედილები არიან “Obamacare”- ის დამპალ პროგრამაში.

მათ დაკარგეს ყველაფერი რაც გააჩნდათ… ერთი რამის გარდა. რაღაც რაც მათ ერთი ცენტიც კი არ უჯდებათ და ეს გარანტირებულია ამერიკის კონსტიტუციის მიერ: საარჩევნო ხმის უფლება.

ისინი შესაძლოა იყვნენ უკაპიკოდ, უსახლოდ. ისინი შეიძლება გააცურო და დააღალატო. მაგრამ, ეს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან არჩევნებზე ეს ყველას ათანაბრებს. მილიონერს აც იმდენივე ხმის მიცემის უფლება აქვს რამდენიც უმუშევარს: ერთი!

და ასეთი ხალხი ყოფილ საშუალო კლასში უფრო მეტია, ვიდრე მილიონერთა კლასში. ასე რომ, 8 ნოემბერს, უქონლები მივლენ საარჩევნო კაბინასთან, ბიულეტენით ხელში საარჩევნო ყუთს გახსნის, ფარდას ჩამოაფარებს და დიდ ჯვარს დასვამს იმ ადამიანის სახელთან, რომელიც აშინებს და ატრიალებს იმ სისტემას, რომელმაც მათი ცხოვრება გაანადგურა: ეს ადამიანი დონალდ ტრამპია.

ისინი ხედავენ, რომ ელიტას, რომელმაც მათი ცხოვრება გაანადგურა, სძულს ტრამპი.

კორპორატიულ ამერიკას სძულს ტრამპი.

„უოლ-სტრიტს“ სძულს ტრამპი.

კარიერისტ პოლიტიკოსებს სძულთ ტრამპი.

მედიას სძულს ტრამპი… მას შემდეგ რაც თავადვე შეიყვარეს და შექმნეს ის. ახლა კი მედიას სძულს ის. დიდი მადლობა მედიას.

ჩემი მტრის მტერი, აი ვის ვაძლევ ხმას 8 ნოემბერს არჩევნებზე.”

► იხილეთ აღნიშნული ამონარიდი ფილმიდან:

https://www.youtube.com/watch?v=YKeYbEOSqYc

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ