წარმოგიდგენთ საჯარო პოლიტიკის სფეროში კვლევითი ორგანიზაციის, Center for American Progress-ის ვებგვერდზე მაიკლ ეტლინგერისა და მაიკლ ლინდენის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
მაიკლ ეტლინგერი არის ამერიკის პროგრესის ცენტრში ეკონომიკური პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტი. მაიკლ ლინდენი კი გახლავთ აღნიშნულ ცენტრში გადასახადებისა და ბიუჯეტის პოლიტიკის დირექტორი.
შენიშვნა: აღნიშნული ანალიზი ემყარება ამერიკის პროგრესის ცენტრისა და ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის ადრინდელ კვლევას „მიწოდების პოლიტიკის განხილვა“ (Take a Walk on the Supply Side), რომლის ავტორები არიან მაიკლ ეტლინგერი და ჯონ აირონსი. ციფრები აღნიშნულ წერილში განახლებულია უკანასკნელი მონაცემებით, რითაც ის ოდნავ განსხვავდება ორიგინალისგან. დამატებითი ინფორმაციისთვის მეთოდოლიგიასა და მიწოდების პოლიტიკის თეორიის შესახებ, იხილეთ პუბლიკაციის ორიგინალი.
სამი ათწლეულის ეკონომიკის ემპირიული მონაცემები აჩვენებს, რომ მიწოდების პოლიტიკა არ მუშაობს
მიწოდების ეკონომიკის ერთგულები აცხადებენ, რომ მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალი ინვესტიციების მოზვავებას, რომლებიც ბიძგს მისცემს ეკონომიკის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და გააუმჯობესებს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ეს იდეა დომინირებდა ეკონომიკურ დებატებში, რისი შედეგიც იყო მდიდრებისთვის გადასახადების შემცირების 2 გრძელვადიანი პერიოდი, გარდა 1990–იანი წლებისა.
ახლა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა იბრძვის მსოფლიო ისტორიაში უდიდესი რეცესიისგან გამოსასვლელად – და ჩვენი აზრით, რითიც უნდა დავძლიოთ ბუშის დროინდელი გადასახადების შემცირების პოლიტიკა – უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ერთი მარტივი ფაქტის გაგება: თუ რეალურ სამყაროში შევამოწმებთ მიწოდების ეკონომიკის შედეგებს, დავინახავთ რომ მას არ მოუტანია ის, რასაც დაგვპირდა. მაგალითად, ყველანაირი საზომით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები უფრო უმჯობესდებოდა 1993 წლებში გადასახადების გაზრდის შემდეგ, ვიდრე ეს 1980–იან და 2000–იან წლებში გადასახადების შემცირების პერიოდში ხდებობა.
მიწოდების ეკონომიკა სათავეს იღებს ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური წარმოდგენიდან, რომ გადასახადების პოლიტიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს და შეცვალოს კერძო სექტორის გადაწყვეტილებები დასაქმებასა და ინვესტიციებზე. მაგრამ, მიწოდების ეკონომიკის მსახურები ამ დაკვირვებას როგორც საბოლოო დასკვნას ისე აღიქვამენ. ისინი აცხადებენ, რომ ხალხისთვის გადასახადების შემცირებას, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც ბევრი ფული აქვს ინვესტიციებისთვის, ყოველთვის უკეთეს ეკონომიკურ შედეგებამდე მივყავართ. უფრო მეტიც, დაბალი გადასახადების დაწესება მთავრობის მხრიდან ერთადერთი კრიტიკული ინვესტიციაა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებითვის.
ეს დაშვება – რომ მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას ეკონომიკური შედეგების გაუმჯობესება მოჰყვება – შემოწმებადია. რა თქმა უნდა, წმინდა ბუნებრივი ექსპერიმენტები ეკონომიკაში ძალიან ცოტა და იშვიათია, თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ იხრებოდა სხვადასხვა ალტერნატიული ეკონომიკურ პოლიტიკებს შორის, რომლებიც განიცდიდა მიწოდების პოლიტიკის ძლიერ გავლენას, შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და აღარ განიცდიდა, თუმცა ამის შემდეგ ისევ განიცდიდა. ეს ვარიაცები საშუალებას გვაძლევს შევადაროთ სხვადასხვა პერიოდის ეკონომიკური მონაცემები. თუ მიწოდების ეკონომიკის მომხრენი მართალნი არიან, მიწოდების ეკონომიკის პერიოდი უნდა ჯობნიდეს საპირისპირო პერიოდს, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა.
1981 წელს, პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ხელი მოაწერა გადასახადების მასიურად შემცირების კანონპროექტს, რომელიც უმაღლეს საშემოსავლო გადასახადს ამცირებდა 20% ერთეულით, ხოლო კორპორაციებს და მდიდრებს ამ გადასახადებს საერთოდ უუქმებდა. მომდევნო 7 წლის განმავლობაში, რამდენიმე სხვა საგადასახადო კანონი დამტკიცდა, რომლებიც წარმოადგენდა მიწოდების ეკონომიკის იდეოლოგიას. აგრეთვე, ეს მიწოდების პოლიტიკის პერიოდი გრძელდებოდა 1990–იან წლებში. 1993 წელს, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ხელი მოაწერა გადასახადების მნიშვნელოვნად გაზრდის კანონს, რომელიც ზრდიდა მდიდრების გადასახადის ზედა ზღვარს და ახანგრძლივებდა მაღალი შემოსავლის მქონე ინდივიდებისთვის ჯანდაცვის გადასახადებს. მიუხედავად 1997 წელს მოგების გადასახადის შემცირებისა, 90–იანი წლები წარმოადგენდა მიწოდების პოლიტიკიდან 8 წლიანი შემობრუნების პერიოდს.
ეს პოლიტიკები ძალაში 2001 წელს, ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ გადასახადების შემცირებით დაბრუნდა. ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენ ვცხოვრობთ ბუშის საგადასახადო კოდექსის ერაში, იმ განსხვავებით, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა გადასახადების კიდევ უფრო შემცირებას.
იმისათვის, რომ შევაფასოთ შეასრულა თუ არა მიწოდების პოლიტიკამ თავისი დანაპირები, ჩვენ ჩავიხედეთ აღნიშნული პერიოდის ეკონომიკურ მონაცემებში, ყველა მათგანს თანაბარი საწყისი წერტილი აქვს ბიზნეს ციკლში. 1993 წელს გადასახადების გაზრდიდან ეკონომიკური განვრცობის მეოთხედი გავიდა, ჩვენ შევადარეთ ამ 3 პერიოდის მონაცემები, დაწყებული მათი შესაბამისი განვრცობის მეოთხედიდან, და ამ წერტილიდან 5 წლით გაგრძელებული, ან – 2000–იანი წლების შემთხვევაში – 2007 წლის დეკემბერში, ექსპანსიის დამთავრებამდე.
ჩვენ შევადარეთ მონაცემები ეკონომიკის 7 საზომით, 7 წლიანი თანაბარი ინტერვალებით.
იხილეთ მონაცემები:
ინვესტიციების ზრდის მონაცემები უფრო ნაკლები იყო მიწოდების პოლიტიკის დროს:
მიწოდების პოლიტიკის თეორიის ჯაჭვში კრიტიკული ხაზი არის ბიზნეს ინვესტიციები. მომხრეები ამტკიცებენ, რომ მდიდრებისთვის დაბალი გადასახადების დაწესება მოიზიდავს მეტ ინვესტიციას და შემდეგ ინვეტიციები წარმოადგენენ ზრდის აუცილებელ კომპონენტს, რომლებიც ზრდიან ჯამურ ეკონომიკას. მაგრამ, ინვესტიციები ზრდა მიწოდების პოლიტიკის ორივე პერიოდში გაცილებით ნაკლები იყო 90–იან წლებში მაღალი გადასახადების პერიოდთან შედარებით. (ცხრილი 1).
პროდუქტიულობის ზრდა ნაკლები იყო მიწოდების პოლიტიკის დროს
მიწოდების პოლიტიკის რეცეპტში მეორე აუცილებელი ინგრედიენტი არის მუშათა პროდუქტიულობის ზრდა. თეორია ამბობს, რომ მეტი ბიზნეს ინვესტიცია შედეგად მოიტანს იმოვაციებს, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მუშას მეტი აწარმოოს, ანუ ნამცხვარი ყველასთვის გაიზრდება. მაგრამ როგორც ინვესტიციების ზრდა, ისე პროდუქტიულობის ზრდაც მაღალი გადასახადების პერიოდში ნაკლები იყო. (ცხრილი 2).
მთლიანი ეკონომიკური ზრდა ნაკლები იყო მიწოდების პოლიტიკის დროს
ჩამქრალ, წარუმატებელ ინვესტიციებთან და პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, არაა გასაკვირი, რომ მთლიანი ეკონომიკური ზრდაც მიწოდების პოლიტიკის პერიოდში ნაკლები იყო მაღალი გადასახადების პოლიტიკების პერიოდთან შედარებით. ბუშის გადასახადების შემცირების შემდეგ არსებული ექსპანსია, განსაკუთრებით სუსტი იყო. (ცხრილი 3).
დასაქმების ზრდა ნაკლები იყო მიწოდების პოლიტიკის დროს
რადგან მაღალი გადასახადების პერიოდმა უზრუნველყო სწრაფი ზრდა, ის ასევე გამოირჩეოდა ბაზარზე დასაქმების ბუმით. 1993 წელს გადასახადების გაზრდის შემდეგ დასაქმების ზრდამ გადააჭარბა 1980–იანი წლებისა და 2000 წლების მიწოდების პოლიტიკის პერიოდში არსებულ მაჩვენებლებს. მიწოდების პოლიტიკის უკანასკნელი პერიოდი განსაკუთრებით ცუდი იყო დასაქმების ზრდისთვის, რომლის დროსაც წელიწადში საშუალოდ მაჩვენებელი 1.5%–ით იზრდებოდა. (ცხრილი 4).
საშუალო კლასის შემოსავლის ზრდა ნაკლები იყო მიწოდების პოლიტიკის დროს:
მიწოდების პოლიტიკის თეორია ამბობს, რომ როდესაც მდიდრებს უმცირდებათ საგადასახადო ტვირთი, ეს საბოლოოდ ყველას ეხმარება. ხოლო პირიქით, თუ მდიდრებს ეზრდებათ გადასახადები, მაშინ ყველა ამთავრებს ფასის გადახდით. რა თქმა უნდა, თუ ეს მართალი იქნებოდა, ჩვენ უნდა გვენახა საშუალო კლასისთვის შემოსავლების ზრდა მიწოდების პოლიტიკის დროს და სტაგნაცია მაღალი გადასახადების პერიოდში. მაგრამ, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. გადასახადების გაზრდის შემდეგ, საშუალო კლასის შემოსავლები დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა მიწოდების პოლიტიკის დროს არსებულ მონაცემებს. (ცხრილი 5).
მიწოდების პოლიტიკის დროს საათობრივი გამომუშავება დაბალი და შემცირებული იყო:
ერთ ერთი გზა იმისა, რომ მდიდრებისთვის დაბალი გადასახადების დაწესებას შეუძლია დაასრულოს საშუალო კლასის დახმარება გამოიხატება მაღალ საათობრივ გამომუშავებაში. რატომ? იმიტომ, რომ თუ ინვესტიციას მივყავართ გაზრდილ პროდუქტიულობამდე, მაშინ ეს გაზრდილი პროდუქტიულობა უნდა აისახებოდეს ხელფასებშიც. მოხდა თუ არა ასე? არა. ჩვენ ვერ მივიღეთ ინვესტიციების ზრდა, ვერ მივიღეთ პროდუქტიულობის ზრდა და ჩვენ რეალურად ვერც ხელფასების ზრდა მივიღეთ მიწოდების პოლიტიკის პერიოდში. ფაქტიურად, საათობრივი შემოსავალი (ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით) დაეცა 1980–იან წლებში და დაბალი იყო 2000-ანებშიც. მაგრამ 1990–იან წლებში გადასახადების გაზრდის შემდეგ, რეალური საათობრივი ხელფასები წელიწადში 1%–ით გაიზარდა. (ცხრილი 6).
ჩვენი ქვეყნის ფისკალური ჯანმრთელობა გაუარესდა მიწოდების პოლიტიკის პერიოდში:
მიწოდების პოლიტიკის თავგამოდებული დამცველები ისე შორს მიდიან, რომ ამტკიცებენ მდიდრებისთვის გადასახადების გაუქმება გამოიწვევს იმდენ დამატებით ეკონომიკურ აქტივობას, რომ რეალურად გაზრდიან სახელმწიფო შემოსავლებს, მათ შორის „გადაიხდიან თავიანთვის“ და ქვედა რგოლისთვის არანაირი ნეგატიური გავლენა არ ექნება. ეს დაშვება, ისევე როგორც სხვები, მონაცემებით არ მყარდება. არამხოლოდ სახელმწიფო შემოსავლები შემცირდა მიწოდების პოლიტიკის პერიოდში, არამედ ქვედა რგოლის მდგომარეობაც საგრძნობლად გაუარესდა. საჯარო ვალების რაოდენობა გაიზარდა მიწოდების პოლიტიკის დროს, ხოლო მაღალი გადასახადების პერიოდში რეალურად შემცირდა. (ცხრილი 7).
დასკვნა
გაამართლა თუ არა პრეზიდენტების რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის მიწოდების პოლიტიკებმა? გამოიწვიეს თუ არა მათ ინვესტიციების ზრდა და სიმდიდრე „გაჟონვის ეკონომიკით“? მონაცემები და ფაქტები ამბობენ, რომ არა. და როდესაც პრეზიდენტმა კლინტონმა გაზარდა გადასახადები 1993 წელს, შენელდა თუ არა ეკონომიკა, როგორც ამას მიწოდების პოლიტიკის მხარდამჭერები წინასწარმეტყველებდნენ? მონაცემები და ფაქტები კვლავ არ ადასტურებენ ამას.
ეს მონაცემები არ ნიშნავს, რომ მაღალი გადასახადები ყოველთვის კარგია და დაბალი გადასახადები ყოველთვის ცუდი. ეს ისეთივე შეცდომა იქნებოდა, როგორც მიწოდების პოლიტიკის ბევრი მომხრე უშვებს. ბუნებრივია, ბოლო 30 წლის განმავლობაში გადასახადების პოლიტიკის გარდა არსებობდნენ სხვა მოთამაშეები ჩვენს ეკონომიკაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაბალი გადასახადები ყოველთვის გამოსავალია, ის არ არის ეკონომიკის მაგიური წამალი და მაღალი გადასახადების არსებობა შესაძლებელია, და ალბათ წამალიცაა, ძლიერ ეკონომიკასთან ერთად.
– ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.