როგორ დაანგრია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროკავშირმა საბერძნეთი

tomწარმოგიდგენთ ბრიტანულ ჟურნალ “Spiked“-ში 2016 წლის 2 აგვისტოს ამავე ჟურნალის მიმომხილველის, ტომ ბეილის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს, რომელიც წარმოადგენს წინა კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დაქვემდებარებაში მყოფი დამოუკიდებელი შეფასების ოფისის (IEO) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე გამოხმაურებას.

ანგარიშის მიხედვით, სავალუტო ფონდის მიერ საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები და გაცემული რეკომენდაციები იყო შეცდომა და წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჟურნალ Finance & Development-ის ივნისის ნომერში, გამოქვეყნდა ფონდის წამყვანი ეკონომისტებისა და თანამდებობის პირების მიერ ჩატარებული კვლევა, სახელწოდებით “ნეოლიბერალიზმი – გადაფასებულია?” სადაც საუბარია ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული არასწორი პოლიტიკების შესახებ, როგორიცაა მაგალითად ქამრების შემოჭერის პოლიტიკა.

ავტორის შესახებ: ტომ ბეილი არის ლონდონში მცხოვრები მწერალი და Susquehanna University-ის პროფესორი.

© European.ge

ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა მათი მონაწილეობა ეკონომიკურ ნგრევაში.

IMf

წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ, ევროპელი ლიბერალები და მემარცხენეები მხარს უჭერდნენ შემდეგ უკვე დამარცხებულ ალექსის ციპრასს და მისი პარტიის „სირიზას“ მთავრობას ე.წ. „ტროიკასთან“ – ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი – დაპირისპირებაში, რომელმაც საბერძნეთის ეკონომიკა მძევლად აიყვანა. საბერძნეთი ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა „ტროიკას“ დამანგრეველ ეკონომიკურ პოლიტიკას.

ამ დრომდე ეს იგრძნობოდა. ელიტებმა, რომლებიც ცოტა ანერვიულდნენ ბრიტანეთის რეფენდუმის შედეგების გამო, საბერძნეთის მიმართ „ტროიკას“ მკურნალობა მთლიანად დაივიწყეს. თუმცაღა, ევროზონის კრიზისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოქმედებებზე ახლახან გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, ეს ყველაფერი ზედაპირზე წამოსწია. ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციის, შეფასების დამოუკიდებელი ოფისის მიერ (IEO), გვახსენებს თუ როგორი გამოუსწორებელი იყო „ტროიკას“ ქმედებები ევროზონის კრიზისის დასაწყისში, ძირითადად კი საბერძნეთთან მიმართებაში.

მაშინ როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდს საკუთარი თავი ნეიტრალური, წმინდად ტექნოკრატიული ინსტიტუტი ჰგონია, ანგარიში აჩვენებს, თუ როგორი მიჯაჭვული აღმოჩნდა ის ევროკავშირის დოგმებზე. ანგარიში აღნიშნავს, რომ „1999 წელს ევროს ამოქმედებამდე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საჯარო განცხადებებით ყურადღებას საერთო ვალუტის უპირატესობებზე უფრო მეტად ამახვილებდა, ვიდრე მის უარყოფით მხარეებზე, რაც ფართოდ განხილული იყო იმდროინდელ დისკუსიებსა და ანგარიშებში.“ მიუხედავად „ევროს“ მრავალმხრივი კრიტიკისა, საერთაშორისო სავალუტი ფონდი საკუთარი იდეის ტყვედ რჩებოდა. ეკონომიკური პრობლემების დაწყების დროსაც კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მას ვერ ამჩნევდა. ანგარიშის მიხედვით, ფონდი ევროპას განსხვავებულად აღიქვამდა, როგორც თავისუფალს ისეთი კრიზისებისგან, როგორიც სხვაგან მომხდარა.

როდესაც კრიზისული პერიოდი დადგა, ფონდმა საბერძნეთისთვის იმ პირობით გამოყო დახმარებები, რომ ქვეყანა მტკივნეულ ეკონომიკურ რეფორმებს გაატარებდა, რომელთა გამო იგი დღემდე ეკონომიკურ კრიზისშია. თუმცა, ფონდის წესების საწინააღმდეგოდ, ეს რეფორმები ვალების რესტრუქტურიზაციის შეთავაზების გარეშე, საბერძნეთის გრძელვადიანი ვალის არამდგრადობის მიუხედავად, მაინც განხორციელდა. ბერძნები ხედავდნენ, რომ მათი ხელფასები და კეთილდღეობა ეცემოდა, რაც კიდევ უფრო ამცირებდა ქვეყნის მიერ ვალების გადახდის შესაძლებლობას. შედეგად, ბოლო 6 წლის განმავლობაში საბერძნეთის ეკონომიკა 30 პროცენტით შემცირდა. საბოლოოდ, 2012 წელს, რესტრუქტურიზაციის გეგმა შეთანხმდა, მაგრამ ამ დროისთვის ზიანი უკვე დამდგარი იყო. საბერძნეთის ვალის ვალდებულებები კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

ისმის კითხვა, თუ რატომ არ მიჰყვა ფონდი მის ჩვეულ კურსს და არ შესთავაზა ალყაშემორტყმულ საბერძნეთს ვალების გადავადება? როგორც ანგარიში აღნიშნავს, ფონდმა 2013 წელს გააცნობიერა, რომ „მიმდინარე ვალების რესტრუქტურიზაცია საბერძნეთისთვის სასიკეთო იქნებოდა“. თუმცაღა, ეს აზრი მალევე დავიწყებას მიეცა, რადგან „ევროზონის პარტნიორებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა“. ანგარიშის მიხედვით, ბრიუსელი მზად არ აღმოჩნდა ევროზონის პროექტის არასიცოცხლისუნიარიანობის გამოსააშკარავებლად. სავალუტო ფონდი სათანადოდ იყო პასუხისმგებელი. მას შემდეგ რაც „ევროს“ სისუსტე ნათელი გახდა, საბერძნეთის ეკონომიკა – ხალხი და ბიზნესი რომელსაც ის მოიცავს – მსხვერპლად უნდა შეწირულიყო.

ანგარიში გვიჩვენებს, რომ ტროიკას ქმედებებმა IMF-ის თანამშრომელთა ტექნიკური გადაწყვეტილებები დასაწყისიდანვე დაუქვემდებარა პოლიტიკურ ზეწოლას. ეს დაკავშირებულია იმ აზრთან, რომ მენეჯერი ექსპერტები პოლიტიკას ფორმულირებას უკეთებენ ხალხის გაუთვალისწინებლად, რომ თითქოს ტექნოკრატები როგორღაც ნეიტრალურები არიან. „ტროიკა“ მოქმედებდა ნათელი პოლიტიკური მიზნით: შეენარჩუნებინა ევროზონის არსებული წესრიგი. როდესაც ევროზონის კრიზისი გამწვავდა, „ტროიკა“ ისე იქცეოდა, თითქოს ის მშვიდად მიჰყვებოდა თავის გადაწყვეტილებებს. მაგრამ, როგორც ანგარიში აღნიშნავს, საქმე სხვა რამეში იყო: ნებისმიერი „გადაწყვეტილება“ მისაღები იქნებოდა, რათა ევროზონის პროექტი რისკის ქვეშ არ დამდგარიყო.

ეს ანგარიში ისევეა ევროკავშირისთვის საბრალდებო ოქმი, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის. ეს ნათელს ჰფენს იმ აზრს, რომ ევროკავშირი არ არის ნეიტრალური, ტექნოკრატიული პროექტი, არამედ ის არის პოლიტიკური პროექტი, რომელიც ინარჩუნებს „ერთიან“ ევროპას ნებისმიერ ფასად. ბრექსიტის მხარდამჭერები ხშირად არიან უპასუხისმგებლოებად შერაცხულნი ბრიტანეთის ეკონომიკური ინტერესებზე წინ პოლიტიკის (იდეა, რომლის მიხედვითაც ხალხმა უნდა გადაწყვიყოს ვინ მართავს) დაყენებისთვის. თუმცაღა, ეს ის ევროკავშირია, რომელმაც პოლიტიკურ გამოსავალზე ფიქრის დროს შექმნა ეკონომიკური ნანგრევები. ევროს გადარჩენის შიშმა – ევროპული ინტეგრაციის გლოვის ზარი – შედეგად მოიტანა ბრიუსელის მიერ საბერძნეთის ეკონომიკური ნგრევის დაჩქარება. ამისთვის საფასურს ბერძენი ხალხი ჯერ კიდევ იხდის.

 


– ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

ფოტო გარეკანზე: © Bretton Woods Project

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ