კონკურსი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დასაფუძნებლად

კუნკურსის შესახებ

სათემო განვითარების ცენტრი და ჟეშუვის (პოლონეთი) რეგიონული განვითრების სააგენტო, აცხადებენ კონკურსს ერთობლივი პროექტის („სოციალური ეკონომიკა – კახეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობა“) ფარგლებში, სასოფლო-სამეუნრეო კოოპერატივების შექმნის  თაობაზე.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროექტის ფარგლებში თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებისა და მათი განვითარების ხელშეწყობა საწყისი დაფინანსების უზრუნველყოფით. კონკურსის წესით  შეირჩევა სასოფლო-სამეურნეო სფეროში, კოოპერატიული საქმიანობით დაინტერესებული ჯგუფები (თითო ჯგუფი შედგება მინიმუმ 5 მსურველისაგან/დამფუძნებლისაგან), მოხდება მათი გადამზადება, ბიზნეს-გეგმის შემუშავება, სათანადო კონსულტაციების გაწევა და ბაზისური დაფინანსების გაცემა. სულ პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ოთხი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თანამშრომლობის პრეცენდენტების გაჩენა რეგიონში, საფუძველს ჩაუყრის მსგავსი ინიციატივების წახალისებას.

რას გთავაზობთ ეს პროექტი

  • შეირჩევა   30 -მდე ბენეფიციარი  (5 საინიციატივო ჯგუფი, სამომავლო კოოპერაციის სურვილით), რომელთაც ჩაუტარდებათ  15 დღიანი (120 საათი) ინტენსიური ჯგუფური ტრეინინგები ბიზნეს პროექტებისა და კოოპერატივების მართვაში, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები  ბუღალტრული საქმის წარმოებაში, ბიზნესის მართვასა (60 საათი) და კოოპერატივების საქმიანობის სამართლებრივ ასპექტებზე (12 საათი).
  • ტრეინინგების დასრულების შემდგომ ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს. გარდა ამისა,  პროექტის ბენეფიციარებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ კოოპერატივების კონკურსში, სადაც გამარჯვების შემთხვევაში  მიიღებენ საბაზისო ფინანსურ დახმარებას.
  • შემდგომ ეტაპზე 4  წარმატებული სოციალური საწარმო (კოოპერატივი) საშუალოდ მიიღებს დაახლოებით 13 000 ლარს (23 000 ზლოტს) კოოპერატივების დასაფუძნებლად.
  • დამატებით სამი თვის განმავლობაში თითოეული საწარმო დამატებით მიიღებს 3 თვიან ფინანსურ მხარდაჭერას,  ყოველთვიურად  დაახლოებით 1700 ლარის (3 000 ზლოტის) ოდენობით.
  • ასევე, 3 თვის განმავლობაში დაფუძნებული კოოპერატივების წარმომადგენლები ისარგებლებენ 120 საათიანი (დაახლოებით 15 სრული დღე) სამართლებრივი, საბუღალტრო და მარკეტინგული კონსულტაციებით.

აპლიკაციების მიღება შესაძლებელია 30 ივნისამდე!

განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქ.

აპლიკაციების ელ. ვერსია შეგიძლიათ იხილოთ სათემო განვითრების ცენტრის ვებ-მისამართზე:www.satemo.ge. ასევე, აპლიკაციები ამობეჭდილი ფორმით ხელმისაწვდომი იქნება ქვემოთ ჩამოთვლილ საკოორდინაციო ცენტრებში.

აპლიკაციები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: satemocdc@gmail.com ან მოიტანოთ ამობეჭდილი შემდეგ მისამართზე:

ორგანიზაციის დასახელება: „კავშირი ნუკრიანი“. მისამართი: სიღნაღი, სოფ. ნუკრიანი, კულტურის სახლის შენობა, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო გოგინაშვილი; კონტაქტი: 555 720 820

ორგანიზაციის დასახელება: „კავშირი ნაფარეული“. მისამართი: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაფარეული, ადგილობრივი პოლიციის შენობის გვერდით. საკონტაქტო პირი: ნინო ხომიზური; კონტაქტი: 577 67 79 33

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ