რობერტ რაიში: 3 ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური მითი

ვაგრძელებთ ამერიკელი ეკონომისტის რობერტ რაიშის მოსაზრებების გაცნობას ქართველი აუდიტორიისთვის. ამჯერად, ის საუბრობს ეკონომიკაში არსებული 3 დიდი ეკონომიკური მითის შესახებ. (იხილეთ ვიდეო წერილის ბოლოს*).

რობერტ რაიში გახლავთ პოლიტეკონომისტი. ის მუშაობდა ამერიკის პრეზიდენტების, ჯერალდ ფორდისა და ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში. ასევე გახლდათ შრომის მდივანი (1993-1997) პრეზიდენტ ბილ კლინტონის მმართველობისას. ამჯერად, რაიში არის კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი)  Goldman School of Public Policy-ის წამყვანი პროფესორი (Chancellor’s Professor). მანამდე გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის John F. Kennedy School of Government კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი. მისი წერილები, ბლოგები და მოსაზრებები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მედია გამოცემებზე: The New Republic, The American Prospect, Harvard Business Review, The Atlantic, The New York Times, The Wall Street Journal.

მას 14 წიგნი აქვს გამოქვეყნებული. აქედან ბესტსელერებია: The Work of Nations;Reason; Aftershock: The Next Economy and America’s Future; მისი ბოლო წიგნი, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, დიდი პოპულარობით სარგებლობს აკადემიურ წრეებში: Saving Capitalism: For the Many, Not the Few.

© European.ge

მითი #1. რეალური სამუშაო ადგილების შემქმნელებიარიან კორპორაციების ხელმძვანელები, კორპორაციები და მდიდართა ფენა, რომელთა გადასახადებიც დაბალი უნდა იყოს, რათა მათ მიეცეთ საშუალება შექმნან მეტი სამუშაო ადგილები.

სიცრუეა.

რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნის დიდი საშუალო კლასი და ღარიბები, რომელთა დანახარჯები ბიძგს აძლევს ბიზნესს გაზარდოს წარმოება და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომაა საჭირო მოხდეს საარსებო მინიმუმის გაზრდა, ზეგანაკვეთური შრომის დაცვის გაგრძელება, გამომუშავებული საშემოსავლო გადასახადის კრედიტის გაფართოება და საშუალო კლასის გადასახადების შემცირება.

 

მითი #2. მთავარი არჩევანი მდგომარეობს თავისუფალ ბაზარსადასახელმწიფოსშორის.

სისულელეა.

თავისუფალი ბაზარი ბუნებაში არ არსებობს. ის შექმნა და გააძლიერა სახელმწიფომ. ყველა მიმდინარე გადაწყვეტილება, იმის შესახებ თუ როგორ არის ის ორგანიზებული – რა უზრუნველყოფს პატენტის დაცვას და რამდენი ხნით, ვის შეუძლია გამოაცხადოს გაკოტრების თაობაზე (კორპორაციებმა? სახლის მეპატრონეებმა? თუ მოვალე სტუდენტებმა?), რომელი კონტრაქტებია თაღლითური (შიდა ვაჭრობის?) ან იძულებითი (მძარცველური სესხები? სავალდებულო არბიტრაჟი?), რა დონის საბაზრო ძალაუფლება ითვლება გადამეტებულად (Comcast და Time Warner), ეს ყველაფერი დამოკიდებულია სახელმწიფოზე.

 

მითი #3. ჩვენი უმთავრესი სადარდებელი უნდა იყოს ის, თუ რამდენად დიდია მთავრობა: პატარა მთავრობა VS დიდი მთავრობა.

არასწორია.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, იმაზე თუ ვის მხარესაა მთავრობა. როდესაც პოლიტიკას გიგანტური კორპორაციებიდან და Wall Street-დან წამოსული დიდი ფული წალეკავს, მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ #1 და # 2 პუნქტებს ეხება, მიმართული იქნება საშუალო კლასის რიგითი ამერიკელის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ასევე, იხილეთ რობერტ რაიშის მოსაზრების ჩვენს მიერ გაკეთებული თარგმანი მემარჯვენე ეკონომისტების 7 დიდ ეკონომიკურ ტყუილზე.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ