ინგლისურიდან თარგმნა ლუკა ეხვაიამ.
© European.ge
ქ.ჰ.: თემიდან გადავუხვევ და მოგახსენებთ, რომ ბოლო დროს ხშირად შევხვდებით სტუდენტების მიმართ ბრალდებებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ისინი არ არიან საკმარისად რადიკალურები, ფოკუსირებენ მოხლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებებზე და კლიმატის ცვლილებებზე, იმის ნაცვლად რომ კონცენტრირდნენ სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების მთლიანობაში ტრანსფორმაციაზე. რას ფიქობთ, როგორია დღესდღეობით სტუდენტებისა და უნივერსიტეტების როლი რევეოლუციურ მოძრაობებში?
ნ.ჩ.: უპირველეს ყოვლისა საჭროა შეიმეცნო იმდენი, რომ გაიგო საერთოდ რაზე საუბრობ. შემდეგ, როდესაც იდეები ჯეროვნად გაიფილტრება, უნდა დაიწყო მათ გატარებაზე ფიქრი. მოდი, ავიღოთ კლიმატური ცვლილების მაგალითი. არამგონია ვინმემ შეძლოს დიდი ხნით დისკუსია კლიმატურ ცვლილებებზე ისე რომ არ მიაღწიოს ფრიად რადიკალურ ინტერპრეტაციას არსებული ინსტიტუციების ბუნებისა და იმას, თუ რატომ უნდა შეიცვალოს არსებული წესრიგი. მოცემული ინსტიტუციების მახასიათებლები მოწყობილია იმგავარად, რომ მიგვიძღვიან კატასტროფისაკენ. მაგრამ ეს ყოველივე ნაწილია „საბაზრო“ სისტემის. რეალურად კი ჩვენ არც გვაქვს წმინდა საბაზრო სისტემები, ეს მეტწილად ტყუილს, ერთგვარ ფანდს წამროადგენს, მაგრამ ჩვენ მართლაც გვაქვს ნაწილობრივი საბაზრო სისტემები. იმდენად, რამდენად განვითარებული საბაზრო სისტემაცაა მოცემულობაში, მისი რელევანტური თანმდევი პრობლემებიც მოქმედებაში მოდის. შეგიძლიათ წაიკითხოთ მათ შესახებ ეკონომიკის სახელმძღვანელოებში. უთოდ გადააწყდებით კომენტარებს, სადაც საუბარია ბაზრის არაფექტურობაზე. გაისმის კითხვა, რაში მდგომარეობს ეს ბაზრის არაეფექტურობა? საკმაოდ ბევრ რამეში, მაგრამ ერთ-ერთ მათგანი, რომელზედაც არ ლაპარაკობენ ხოლმე, არის ის, რომ ბაზარი განსაზღვრავს შენს არჩევნას სპეციფიურ სფეროში. მე შემიძლია შევიძინო ტოიოტა ან შევროლე, მაგრამ საბაზრო მარკეტის პირობებში არ შემიძლია ავირჩიო მეტრო, ეს კოლექტიური ქმედების პროდუქტია. საბაზრო სისტემა ამის საშუალებას არ იძლევა. ასე რომ, მას აქვს დიდძალი გამამრუდებელი ეფექტი იმ არჩევნაზე, რაც ხელმისაწვდომია. საბაზრო ეკონომიკის გარეგან ფაქოტრებზე დაკვირვებითაც კი აღმოვაჩენთ იმ უკმარისობას, დეფიციტურობას, რაც მას ახლავს და ეს ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. მაგალითისთივს, თუ მე და თქვენ გარიგებას ვდებთ და დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზეა, ჩვენ მხედველობაში აღარ ვიქონიებთ იმ ეფექტებს, რომელსაც ჩვენმა გარიგებამ შეიძლება სხვებზე იქონიოს, თუნდაც ვიღაც რანდომულ ტიპზე, ვინც საერთოდაც არ მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ეს გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ცენტრალური და კრიტიკული. სინამდვილეში, თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენ მოცემულ მომენტში ფინანსური კრიზისის შუაგულში ვართ. როდესაც უზარმაზარი დაწესებულებები, როგორიცაა „გოლდმან საქსი“ და სხვა ასეთი ტიპის ორგანიზაციები დებენ სარისკო გარიგებებს. რასაც არ უნდა შეეხებოდეს გარიგება, ისინი ყურადღებას მხოლოდ პოტენციურ წაგებას აქცევენ, მაგრამ სისტემურ რისკებზე, რაც მათ გარიგებებს ლათიმოტივად თან სდევს, დროს არ კარგავენ. სისტემურ რისკებზე თვალის დახუჭვა წესით იმის ეკვივალენტურია, რომ იგნორირება გაუწიო შესაძლებლობას, რომ გარიგების ჩავარდნას შედეგად შეიძლება მთლიანი სისტემის ჩამოშლა მოჰყვეს. რეალურად, ისინი არც უნდა სწუხდნენ ამაზე დიდად და მართლებიც არიან, რადგან ეს წუხილი გამართლებული იქნებოდა მაშინ თუ წმინდა საბაზრო ეკონომიკა გვექნებოდა. მათ მარტივად შეუძლიათ მიმართონ დახმარებისთვის ძიძა სახელმწიფოს, სხვა სიტყვებით, სთხოვონ გადარჩენა, თავის დაღწევა კრიზისული მდგომაროებიდან. და ეს ის არის, რაც ჩვენს რეალიებში ხდება. საქმე რომ გვქონდეს წმინდა საბაზრო ეკონომიკასთან ტოტალური კოლაფსის თავიდან არიდება ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი გახდებოდა. ეს არის ერთგვარი სქემა, როგორ მივდივართ მასობრივ ფინანსურ კრიზისებამდე, რის შემდეგაც ძიძა სახელმწიფო ერთვება თამაშში და გარკვეული პირობით იხსნის ამა თუ იმ ორგანიზაციას გაბანკროტებისგან. ამ მოვლენებს ეკონომისტები გარეგან ფაქტორებს უწოდებენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხანდახნან გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებენ. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი, ბიზნეს სამყარომ, ენერგეტიკულმა კორპორაციებმა, ან სულაც ორივე პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც არსებითად კორპორატიულ სექტორზე მუშაობენ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება(რეალურად ზუსტად ამას აკეთებენ) ნავთობის მთლიანად ამოღებაზე მიწიდან, თითოეული წვეთის, ამ იდეით კი ისინი მართლაც რომ აღტკინებულები არიან, და ეს იფორია გაამართლონ ახლო აღმოსავლეთის და ვენესუელას ნავთობ-მაგნატებისგან და მათი დიქტატისგან თავის დასასხნელად. ეს სცენარი არც ისე შორს დგას ყოველდღიურობისგან, ორივე პარტია იწონებს ამ იდეას, რასაც შეიძლება ნებისმიერ გაზეთში გადააწყდეთ. იმის ერთი ბეწო მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომ ამგვარი ზომების მიღებით ამერიკა გახდება თვითკმარი და ენეგეტიკულად დამოუკიდებელი. ამასობაში კი თავს იჩენს ‘უმნიშვნელო’ გარეგანი ფაქტორი ისეთი, როგორიცაა მსოფლიოს განადგურება. ასეთ რამეებს ხომ ყურადღება არ ექცევა კვაზი-საბაზრო ეკონომიკაში და არც კორპორაციებს შორის დადებულ გარიგებებში არ იკითხება ერთი შეხედვით. გარიგებები მეწტილად ასე გამოიყურება, „მოდი, გავაკეთოთ იმდენი ფული, რამდენიც შეგვიძლია“, სახელმწიფოს მაგალითზე გარიგებები ასე ფორმულირდება, „მოდი, მოვიხვეჭოთ იმდენი ძალაუფლება, რამდენიც ძალგვიძს“, მაგრამ გარიგებაში ვერაფრის დიდებით გაადაწყდებით რამე მსგავს „ეს რომ ჩავიდინოთ, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს აღარ ექნებათ სამყარო, ცხოვრებას შეძლებენ“. ეს უკვე ისაა, რასაც ჩვენ გარეგან ფაქტორს ვუწოდებთ და რაც ყველას მიერ ინგორირებულია. ეს არის თანამედროვე ინსტიტუტების თანდაყოლილი მანკიერება და ყველაფერი ცხადი გახდება თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ. საინტერესოა, რას იტყვიან მომავალში ისტორიკოსები ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში წარმოქმნილ სიტუაციაზე, თუ საერთოდ დადგება მომავალი. არსებობს განსხვავებული წარმოდგენები მოსალოდნელ კლიმატურ და ეკოლოგიურ კატასტროფაზე. რაც სავარაუდოდ ისეთი შორეული პერსპექტივა ნამდვილად არაა, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რამე იღონონ ამ კუთხით. მოწინავე რიგებს იკავებენ ისეთი საზოგადოებები, როგორებიცაა პრეინდუსტრიული, აბორიგენები, ტომობრივი საზოგადოებები, მაგალითისთვის, კანადის, ეკვადორის, ბოლივიის და ეკვატორის აბორიგენი მოსახლეობაც კმარა. ისინი მართლაც ავანგარდს წარმოადგენენ. მათ არამარტო უნდათ, რომ რამე გააკეთონ ამ კუთხით, არამედ აკეთებენ კიდეც. ეკვადორში, რომელიც ნავთობის მწარმოებელი ქვეყანაა, აბორიგენი მოსახლეობა ცდილობს, რომ სახლელმწიფოს მოთხოვოს ნავთობის გარკვეული რაოდენობის მიწაში დატოვება. თუ გადავხედავთ ყველაზე მდიდარ და ძლიერ ხალხის ერთობებს ისტორიის მანძილზე, აღმოვაჩენთ მათ შეუდარებელ და უბადლო უპირატესობას, სხვა სიტყვებით, ჩვენს წინ გადაიშლება დასავლური ჰეგემონია მთელი თავისი პომპეზურობით. ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს კატასტროფის რაც შეიძლება სწრაფად პროვოცირებაში. მათ ლოზუნგი დაახლოებით ასე გამოიყრება, „ეს ჩერჩეტი ინდიელები ცდილობენ ნავთობი მიწის ქვეშ დატოვონ, ჩვენ კი გვსურს ის რაც შეიძლება სწრაფად ამოვიღოთ და დავანგრიოთ ეკოლოგია“. ეს არის სამყარო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. ასე რომ შეუძლებელია კლიმატურ ცვლილებებზე საუბარში შორს წასვლა ისე რომ არ მივიდეთ ჩვენი ძირითადი ინსტიტუციების ფუნდამენტურ მახასიათებებლამდე. არ ვთვლი, რომ ეს დიქოტომიაა და ჩვენ გვიწევს არჩევანის გაკეთება კლიმატურ პირობებსა და თანამედროვე ინსტიტუტებს შორის საუბარზე. ეს ლოგიკა კი თავის მხრივ უკლბლივ ყველა საკითხზე მსჯელობისას ვრცელდება. თქვენ აუცილებლად ძალიან სწრაფად გადააწყდებით ინსტიტუციურ ფაქტორებს, რომლებსაც ღრმად აქვთ ფესვები გადგმული მოცემული საზოგადოების ბუნებაში. საბოლოოდ კი მივდივართ იქამდე, რასაც ჩვენ რადიკალურ კრიტიციზმს ვუწოდებთ.
ქ.ჰ.: თუ სწორად გავიგე, თქვენ თვლით, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფოკუსირება უნდა მოახდინონ კონკრეტულ, ცალკეულ საკითხებზე, რადგან ეს საკითხები აპრიორი მიიყვანენ მათ სისტემის კრიტიკამდე. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხები მოიცავენ კიდევ სისტემის კრიტიკას.
ნ.ჩ.: მნიშვნელოვანია ძიება დაიწყონ იმ საკითხებიდან, რომლებითაც დაინტერესებული არიან და უშუალო კავშირი აქვთ. და როდესაც დაიწყებენ ამ საკითხების შესწავლას, ნელ-ნელა ჩაუღრმავდებიან და თვალთახედვის არეალიც გაიზრდება. შეუძლებელია იყო აქტივისტი და იმუშაო ყველა საკითხზე. მაშასადამე, თუ მართლაც სურთ გააკეთონ რამე, ისინი უნდა კონცენტრირდნენ თავიანთ საქმეზე და მალე აღმოაჩენენ, რომ სოციალური და ეკონომიკური ორგანიზაციების შესახებ ფუნდამენტური კითხვების წინაშე აღმოჩნდებიან. შემდეგი ეტაპია იმ ადამიანებთან დაკავშირება, რომლებიც თავიანთი პროფილით მუშაობენ, მაგრამ საბოლოოდ აზროვნების იმავე ნიშნულამდე მივიდნენ. ამგვარად, მე ვერ ვხედავ ვერანირ წინააღმდეგობრიობას კონკრეტული და ზოგადი თემით დაინტერესებას შორის.
ქ.ჰ.: „დაიკავე ოულ-სტრიტის“ მოძრაობის გარიჟრაჟზე ბევრნი სვამდნენ კითხვას, როგორ უნდა მოხდეს ამერიკაში მემარცხენეობის რეკონსტრუქცია და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ. როგორ წარმოგიდგენიათ განახლებული მემარცხენეობა ამერიკაში?
ნ.ჩ.: უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხების ირგვლივ გაცილებით მეტი აქტივიზმი და ინტერესია დღესდღეობით ვიდრე 60-იანებში იყო, მაგრამ ეს აქტივიზმი სრულიად დაქსაქსული და განბნეულია. დღესდღეობით საზოგადოება მეტად ატომიზირებულია, ასე რომ აქტივიზმის განბნეულობა სავსებით ლოგიკურია. მაგალითისთვის, ავიღოთ ბოსტონი, სადაც სიტყვით გამოსვლა მუდმივად სხვადასხვა ადგილებში მიწევს და დაკვირვების შედეგად აღოვაჩინე, რომ შესაძლოა ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში არსებობდეს ჯგუფები, რომლებიც ერთ საქმეს ემსახურებიან, მაგრამ ამავდროულად შეხება არ ჰქონდეთ ერთმანეთთან. ეს მართლაც გასაოცარია. გამაოგნებელი ეფექტი ქონდა ჩემს სტუმრობას ბოსტონის ცენტრში, სადაც გავიცანი ჯგუფი, რომელიც ფანტასტიკურ რამეებს სჩადიან. აქამდე კი არაფერი მსმენოდა მათ შესახებ. ასე რომ, ბევრი რამ ხდება ჩვენს თავს, მაგრამ მთავარია მოხერხდეს საერთო ნიადაგის გამოძებნა სხვადახვა ტიპის აქტივობებისთვის.
ვფიქრობ, „დაიკავე ოულ-სტრიტი“ სავსებით წარმატებული მოვლენა გამოდგა. ძალიან მოკლე პერიოდში ამ მოძრაობამ შეცვალა ქვეყნის დისკურსი, შეცვალა არაერთი გაბატონებული წარმოდგენა და მენტალობა. და რაც მთავარია, მოახერხა ხალხის შეკავშირება. მიუხედავად იმისა მავანი რასაც არ უნდა ამტკიცებდეს, „დაიკავე ოულ-სტრიტი“ არის აქტიური და ფუნქციონირებადი მოძრაობა, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდა, როგორიცაა დაგირავებული სახლის გამოსყიდვის უფლების ჩამორთმევის პრაქტიკასთან დაპირისპირება. ეს აქტივობა სენდის ქარიშხალის შემდეგ ახალი ამბების ბადეში მეორე ადგილზეც კი მოხვდა. მაღლა უკვე ვისაუბრე ისეთი ფენომენის ჩასახვის შესახებ, როგორიცაა მუშათა მფლობელობაში არსებული საწარმოების განვითარების ტენდენცია. ასეთი ტიპის ინიციატივების პირველი ხელისშემშლელი ფაქტორი ყოველთვის ენერგიული და პერმანენტული სახალხო სოლიდარობის არარსებობაა.
თუ დრო დაგვრჩა სიამოვნებით მოვუხმობდი სხვა რამდენიმე რეალურ პრეცედენტს. „დაიკავე უოლ-სტრიტის“ ერთ-ერთი საუკეთესო ინიციატივა გალხდათ გეტოებში და მივარდნილ პერიფერიებში დიდი კორპორაციების შვილობილ კომპანიებთან დაპირისპირება. ნამდვილად არ ვიცი ამ კუთხით რამდენად შორს წავიდნენ, მაგრამ მჯერა, რომ იმაზე შორს მაინც, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. რა თქმა უნდა, მედია აპრიორი არ დაუშვებს გააშუქოს ეს მოვლენები. დასანანია, რომ ინფორმაციის გავრცელების ჩვენს ხელში მყოფ ინსტრუმენტებს არ ვიყენებთ. თუ გადახედავთ წინა ოთხი დეკადის მანძილზე მემარცხენე კრიტიკის ობიექტებს, ცხადად დავინახავთ, რომ მათ შორის ყველაზე დიდი დრო დაეთმო მედიას. მედიაზე შექმნილი ბასრი და ვრცელი კრიტიკა ლაკონურად ასე ინკაპსულირდება: ისინი არ აკეთებენ იმას, რისთვისაც მოწოდებულები არიან, არც აპირებენ და საბოლოო იქცევიან კორპორატიულ მედიად. აღსანიშნავია, რომ ამ ტენდენციასთან ბრძოლის შესაძლებლობები სულ არსებობდა. როდესაც კონგრესმა 40 წლის წინათ გამოსცა კანონი საკაბელო ტელევიზიის უფლებების გასამყარებლად, აქვე ჩაიწერა სამართლებრივი კომპონენტი, რომელიც ავალდებულებდა კერძო კომპანიებს დაემონტაჟებინათ და გაემართათ საზოგადო საკაბელო აჟჭურვილობა. ბაზარზე მონოპოლიის შექმნის ხათრით მათ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ასე რომ კემბრიჯში, ლექსინგტონში და ამ არეალში დისლოცირებულ სხვა დაბებში ჩვენ გაქვს სახალხო და თავისუფალი საკაბელო მოწყობილობები. რა თქმა უნდა, ეს „CBS” არაა, მაგრამ სხვა ქვეყნების სტანდარტებთან შედარებით წარმოუდგენლად დიდი ფუფუნებაა. და ვიყენებთ კი ამ მიღწევას ოდესმე? თითქმის არასოდეს. დაუკვირდით, ამ გზით თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ წარმოუდგენლად ბევრ ადამიანს და მიაწვდინოთ თქვენი ხმა. მაღლა ბოსტონზე ვსაუბრობდი, განვმეორდები და ვიტყვი, რომ კონტრასტების ქალაქია. მართალია, მრავალი სახის აქტივიზმია ქალაქში, მაგრამ არსებითად აქ თქვენ ვერ ნახავთ სახალხო, საზოგადო რადიოს. თუ იმოგზაურებთ აშშ-ში თქვენ მოინახულებთ ადგილებს, სადაც აქვთ მოქმედი სოციალური რადიო სადგური გამორჩეულად დიდი საზოგადოებრივი ჩართულობით. ეს არის ინსტრუმენტი, რასაც ადმიანების შეკავშირება შეუძლია. თუ არ მივმართავთ მსგავს ინსტრუმენტებს, დავრჩებით ატომიზირებულ საზოგადოებად. არ არსებობს გადაულახავი ბარიერები. ვფიქრობ, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და ძალისხმევის შედეგად აღმოცენდება და გაიფურჩქნება იმ ტიპის მოძრაობა, რომელიც პროცესის მონაწილეებს ესურვებათ. მოძრაობის ბუნება დამოკიდებულია იმაზე თუ რა საქმეს მიუძღვნიან თავს მისი აქტივისტები.
ქ.ჰ.: 2009 წელს სლავოი ჟიჟეკმა მის მიერ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა ასეთი რამ, რასაც ვციტირებ: „მეგობარმა მითხრა, რომ ჩომსკიმ მასთან დიალოგში ძალიან სამწუხარო რამ ახსენა. სახელდობრივ, ის რომ დღესდღეობით აღარაფერში გვჭირდება თოერიები. ის რაც ჰაერივით გვჭირდება არის ემპერიულად იმ ყველაფრის თხრობა, გადმოცემა, რაც ჩვენს თავს ხდება. ამ ნაწილში პრინციპულად არ ვეთანხმები: ფაქტები რჩება ფაქტებად, ისინი მართლაც ნიშანდობლივია, მაგრამ მათი მიმართულება და მნიშვნელობა განისაზღვრება კონტექსტის მიხედვით. განყენებული ფაქტები თავისთავად საკმარისი არაა. უნდა მოხდეს იდეოლოგიური კონტექსტის შეცვლა. ბოდიშს ვიხდი, რადგან ძველმოდური კონტინენტური ევროპელი გახლავართ და ჩემთვის თეორია არის წმინდათა წმინდა. დღესდღეობით ჩვენ ის ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.“ როგორ უპასუხებდით ჟიჟეკის ამ განცხადებას?
ნ.ჩ.: პირველ რიგში, დავეთანხმები იმ ნაწილში, სადაც ნახსენებია ყველაფერს მოწყვეტილი და განყენებული ფაქტების ფრქვევის აბსურდულობა. ჩვენს დღევანდელ დისკუსიაში უადგილოდ არ წარმოგვიროშავს ფაქტები, ისინი ექცეოდნენ გარკვეულ იდეოლოგიურ საზღვრებში. ევროპელ ინტელექტუალებს, რომლის შესახებაც ჟიჟეკი საუბრობს, აქვთ თეორიის კონცეპტი, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან რადიკალურად მოწყვეტილია ფაქტებს და თავად თეორიებსაც. ზოგადად, თეორიას ვუწოდებ იმას, რასაც ჯერ კიდევ სერიოზული დატვირთვა და კონოტაცია შემორჩა. დღესდღეობით კი საქმე გვაქვს უზარმაზარ, ჩახლართულ სიტყვებთან, შესაძლოა ინტელექტუალების გარკვეული წრისთვის საკმაოდ თავშესაქცევია მაღალფარდოვანი ინტერაქცია, მაგრამ მეტწილად, რაზედაც ისინი ბჭობენ, აბდაუბდაა. მთელი ცხოვრება მეცნიერებაში ვარ ჩართული და შემიძლია ვთქვა, რომ მათ მონაროშს არ შეიძლება ეწოდოს თეორიები არანაირი გაგებით. მაგრამ რასაკვირველია, თუ შეძლებთ მოძებნოთ ისეთი თეორია, რომელიც მოიცავს რეალურ პრინციპებს, მისი მეშვეობით გამოიტანთ სასარგებლო დასკვნებს და დაგეხმარებათ თანამედროვე სამყაროს ინტერპრეტირებაში, მაშინ, რა თქმა უნდა, მე მივესალმები მას. მაგრამ ასეთ თეორიებს რატომღაც ვერ ვნახულობ „პარიზის პოსტ-მოდერნული საუბრების“ კითხვისას. რასაც მე ვეჩეხები, ეს არის ინტელექტუალების ინტერაქცია ისეთნაირად, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარი რჩება საკვანძო საკითხებიც კი. არამარტო პუბლიკისთვის, გამოგიტყდებით და მათი ინტერაქცია ჩემთვისაც გაუგებარია. მაშასადამე, მოდი, ვიქონიოთ ისეთი თეორიები, რომელთაც ახლავთ ინტელექტუალური კონტექსტი, გარკვეული შედეგები, ექვემდებარება დახვეწას და წარგვიძღვებიან პოზიტიური ცვლილებებისკენ.
ქ.ჰ.: დიდ მადლობას გიხდით პროფესორო ჩომსკი ინტერვიუსთვის.