ბანკების ბალანსზე 155 მილიონი ლარის მოსახლეობისთვის ჩამორთმეული ქონებაა

საპოლიციო გამოსახლების აკრძალვას და მისი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გამოსახლების ჩანაცვლებას დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც საბანკო სექტორის, ასევე მათი დაქირავებული ექსპერტების მხრიდან.

2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ქართული ბანკების  ბალანსებზე 155 მილიონი ლარის   დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება აღირიცხება. თუ ამ მაჩვენებელს 4 წლის ან/და  8 წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ, ანუ სანამ ფინანსური კრიზისი დაიწყებოდა, 2008 წლის პირველ კვარტალში ქართული ბანკების ბალანსებზე აღრიცხული დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების საერთო ღირებულება 3,3 მილიონ ლარს არ აღემატებოდა, ხოლო 2012 წლის პირველ კვარტალში 116,2 მილიონ ლარს შეადგენდა. ანუ, ბანკების მიერ ქონების ჩამორთმევის ფაქტები (გამოხატული ფინანსურად) 2008 წელთან შედარებით 47-ჯერ, ხოლო 2012 წელტან შედარებით 1,3-ჯერ არის გაზრდილი.

როგორც უკვე აღინიშნა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება გამოხატული ეროვნულ ვალუტაში, 2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ჯამში 154 847 542  ლარს შეადგენს.

გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს  საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკის ბალანსზე არსებული  დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ:

 „თიბისი ბანკი“ –  62 684 105 ლარი;

„საქართველოს ბანკი“- 54 721 379 ლარი;

„კორსტანდარტ ბანკი“ – 12 630 489 ლარი;

„ვითიბი ბანკი“ – 10 131 121 ლარი;

„ბანკი რესპუბლიკა“ – 4 857 522 ლარი;

„ბანკი ქართუ“ – 3 748 698 ლარი;

„სილქ როუდ ბანკი“ – 3 293 355 ლარი;

„ბაზის ბანკი„ – 1 774 345 ლარი;

„ლიბერთი ბანკი“ –  575 307 ლარი;

„პროგრეს ბანკი“ – 253 816 ლარი;

„ფინკა ბანკი“ – 104 230 ლარი;

„ხალიკ ბანკი“ – 44 730 ლარი;

„კაპიტალ ბანკი“ – 28 445 ლარი;

წყარო: ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ