მემარცხენე პოლიტიკური პარტიების პრობლემები პოსტსაბჭოთა საქართველოში

ირაკლი ირემაძე

როცა ქვეყნის მოსახლეობის 70 % სოციალურად მოწყვლადია (წყარო)(1), ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 160 000-მდე ქართული ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ამავე სტატისტიკის მიხედვით უმუშევრობის დონე 15%-ს შეადგენს, თუმცა რეალური უმუშევრობის დონე 30%-ს აღემატება(2). ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოში არ არსებობს, რეალური მძლავრი მემარცხენე პარტია,რომელიც ნორმალურ პოლიტიკურ ლანდშაფტის არსებობის პირობებში სწორედ საზოგადეობის ამ ნაწილის ინტერესების გამტარებლად უნდა გვევლინებოდეს.

socialპოსტსაბჭოთა საქართველოში მძლავრი მემარცხენე პარტიების ჩამოყალიბების ორი უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, რომელთა გავლენითაც მემარცხენე იდეების სრული დისკრედიტირება მოხდა :

1)      მემარცხენე-სოციალისტური ტერმინების ასოცირება საბჭოთა „კომუნიზმთთან“;

2)   1918-21 წლების მართველი სოციალ-დემოკრატების დანაშაულზე მითითება, დამოუკიდებლობის დაკარგვის საკითხთან მიმართებაში;

ორივე ამ ფაქტორის „ხელის შემწყობ“ ინსპირატორად ეროვნულ განმანთავისუფლებელი იდების გაფეტიშება მოგვევლინა. მიუხედავად ამ მიზეზებისა, ქართველ ელექტორატს ახასიათებს ერთი პარადოქსი, კერძოდ მათ ხიბლავთ „მემარცხენე“ ლოზუგები, მაგრამ არ სიამოვნებთ სიტყვა „სოციალისტის“ გაგონება, პირიქით ლამის სალანძღავ სიტყვათა „ლექსიკონში“ შეიტანონ. მათ სურთ სახელმწიფოს მხრიდან მეტი დახმარება, მაგრამ არ სურთ  მხარი დაუჭირონ მემარცხენე პარტიებს.

დღეს არსებული 219 პარტიიდან რეალურად მოქმედი მხოლოდ ორი მემარცხენე პარტიაა,კერძოდ: „საქართველოს ლეიბორისტული შრომის პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“(3)პირველ მათგანს აქვს საპარლამენტო გამოცდილებაც და გარკვეულწილად ჰყავდა კიდეც ამომრჩეველთა სეგმენტი, თუმცა ბოლო არჩევნებისას უკიდურესმა პოლარიზაციამ  დააკარგვინა ეს სეგმენტი. რაც შეეხება მეორე მათგანს ეს ახლად შექმნილი პარტიაა, რომელსაც არ გააჩნია ტერიტორიული ორგანიზაციები, 2013 წელს პარტია “სოციალისტურ ინტერნაციონალში” გაწევრიანდა. ორივე პარტიის რეიტინგი ამ ეტაპზე ძალიან დაბალია. ამის მთავარი მიზეზი, ლეიბორისტული პარტიის შემთხვევაში არის, წლების განმავლობაში წარმოებული პოპულიზმი.  თავდაპირველად ლეიბორისტული პარტიის წარმოშობამ მნიშვნელოვნად შეავსო მემარცხენეობის ნიშა და ხელი შეუშალა, კომუნისტური პარტიას რეფორმირების შედეგად მოეხიდნა ამომრჩეველთა იმ სეგმენტის გარეთიანება, რომელიც მისტიროდა „საბჭოთა წყობასა“ და სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად უზრუნველყოფას, სწორედ ამომრჩეველთა ამ ნაწილისა და უკიდურესად გაჭირვებულთა ინტერესების გამოხატვის შედეგად მოახერხა „სლშპ“-მ ხმების 6.2%-ს მიღება 1999 წლის არჩევნებზე, ამდენივე პროცენტი მიიღო  2008 წლის არჩევნებისას .(4)

ვარდების რევოლუციის შემდეგ, კიდევ უფრო არაპოპულარული გახდა მემარცხენე პარტიები, თუმცა პარადაქსია, როცა ამ პროცეს თან ახლდა პოპილარობა იმ მემარცხენე ლოზუნგებისა , რომლებსაც სრულიად ცალსახად დეკლარირებული მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები აჟღერბედნენ. ისმება შემდეგი კითხვა : რა განაპირობებს ამას? რა არის მემარცხენე პარტიების არაპოპულარობის მიზეზი? აქ შეიძლება ორი პასუხი არსებობდეს : ქართველი ამომრჩეველის „შიში“ მემარცხენეობის გაგონებისას მაშინ, როცა რელურად მემარჯვენეების მიერ „გადაგდებული ანკესის სოციალურ სატყუარაზე ეგებიან“ .  ანდაც პრობლემა თვითონ მემარცხენე პარტიების მხრიდან  კომუნიკაციის ნაკლებლობასა და ხალხამდე რეალური გზავნილების “ვერმიტანაშია“.

socialism-detail-onehorseshy-t1-480x2501დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არის შანსი ახალი მემარცხენე პარტიის მკაფიოდ წარმოჩენისა. მმართველ კოალიციაში შემავალი ძირითადი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს იდეოლოგიური პლატფორმა გარკვეულწილად მემარცხენე-ცენტირსტულია, თუმცა  მმართველ პარტიას გაუჭირდება მკეთრად გამოხატული იდეოლოგიური კურსის გატარება. ერთი რამ უდავოდ ფაქტია, რომ მოყოლებული 1995 წლიდან ყველა მმართველი პარტია აქცენტს აკეთებდა სოციალურ „ლოზუნგებზე“, რადგანაც მათ გარეშე არჩევნების მოგება წარმოუდგენელია.

დღევანდელ რეალობაშ, როდესაც საქართველო ფაქტიურად „გარდამავალი ეტაპის“ ბოლო საფეხურებზე იმყოფება, აუიცლიებლია ნორმალური, სტრუქტურირებული, იდეოლოგიური პარტიების ჩამოყალიბება და არა დღეს არსებული „ლიდერზე ორიენტირებული“ ამორფული პარტიებისა. ნამდვილად არის შანსი, მოხდეს მთელი რიგი პოლიტიკურ-სოციალური ასპექტების გადაფასება და ახლი პოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირება.

ბოლოს კვლავ შევეხები იმ თემას, რითაც დავიწყე საუბარი. არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, არსებული უმუშევრობის მაღალი დონედან გამომდინარე, მოუგვარებელი შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, აშკარად ნოყიერი ნიადაგი იქმნება „მემარცხენე პარტიათა“  ჩამოყალიბება-გაძლიერებისათვის, ამას ემატება ახლაგაზრდებში “ღირებულებათა გადაფასება“, რომელთა დიდი ნაწილისათვის მემარცხნეობა ნაკლებად ასოცირდება საბჭოეთთან.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს ხანებში აუცილებლად უნდა ველოდეთ მემარცხენე პარტიების მომძლავრებას და პოლიტიკურ ველზე მისთვის განკუთვნილი ადგილის დაკავებას.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ