დისკუსია-სემინარების ციკლი "ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსთვის".ახალციხე

9 აპრილი, ახალციხე,

2011 წლის 9 აპრილს, ახალციხეში ჩატარდა სემინარი თემაზე “ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსათვის” სემინარი ჩატარდა ახალციხის უნივერსიტეტში და მას ორგანიზებას უწევდა „ევროპული არჩევანი საქართველოსათვის“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. სემინარის მოხსენებლები იყვნენ პოლიტოლოგები გია ჟორჟოლიანი და გელა ბანძელაძე. მომხსენებლებმა ისაუბრეს თანამედროვე ევროპის სოციალურ სისტემებზე, ახალაგაზრდობის როლსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რასაც ეფუძნება თანამედროვე ევროპა. სემინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები სამოქალაქო სექტორიდან. ახალციხემა ახალგაზრდობამ გამოიჩინა განსაკუთრებული დაინტერესება სამოქალაქო აქტიურობით.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ