ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქების ქუჩებში ათი ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. მზარდi პროტესტი გამოხატავს ფართომასშტაბიან გაღიზიანებას უხარისხო საზოგადოებრივი სერვისების, პოლიციის ძალდობისა და მთავრობის კორუფციის წინააღმდეგ.
სოციალურ მედიაში სწრაფად მზარდი კამპანიის შედეგად ორგანიზებულma დემონსტრაციებმა ქუჩების ბლოკირება და მოძრაობის შეჩერება გამოიწვია ყველა დიდ ქალაქში მათ შორის სან პაულოში, რიოში, ბელუ ორუზონტესა და ბრაზილიაში სადაც დემონსტრანტებმა თავი კონგრესთან და პრეზიდენტის სასახლესთან მოიყარეს.
მარშები დაიწყო ივნისის თვეში მცირე მასშტაბიანი პროტესტით სან პაულოში რომელიც ავტობუსებსა და მეტროპოლიტენზე მგზავრობის საფასურის მცირეოდენ ზრდას ეწინააღმდეგებოდა. დემონსტრანტებს ბევრი საშუალო კლასის წარმომადგენელი ბრაზილიელი შეუერთდა რის შემდეგაც პროტეტანტებმა დააამტვრიეს მაღიზიის ვიტრინები, მეტროს სადგურები და დაწვეს ავტობუსები ბრაზილიის ქალაქების მთავარ გამზირებზე.
მიუხედავად ამისა მოძრაობამ სწრაფად მოიპოვა მხარდაჭერა და სხვა ქალაქებშიც ფართოდ გავრცელდა, რასაც პოლიციამ აგრესიული ტაქტიკით უპასუხა რათა დემონსტრაციები სწრაფადვე ჩაეხშო. ყველაზე დიდი შეტაკება ხუთშაბათს სან პაულოში მოხდა როდესაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც 100 ადამიანზე მეტი დაშავდა, მათ შორის 15 ჟურნალისტი, რომელთაგან ზოგიერთი აცხადებს რომ ისინი პოლიციის სამიზნეს წარმოადგენდნენ.
საპროტესტო აქციებმა ტემპი მაშინ აკრიფა როდესაც ბრაზილია ფეხბურთში კონფედერაციის თასს მასპინძლობს, ხოლო ერთი წლის შემდგომ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს. მთავრობა ვარაუდობს რომ ეს მოვლენები და აგრეთვე რიოს ზაფხული ოლიმპიადა 2016 წელს ბრაზილიას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენდა როგორც ახალ მძლავრ გლობალურ ძალად.
ბრაზილია აგრეთვე ემზდება რომ მიიღოს 2 მილიონი ტურისტი ივლისში როდესაც პაპი ფრანცისკე თავის პირველ უცხოურ ვიზიტს განახორციელებს ყველაზე დიდ კათოლიკურ ქვეყანაში.
მილიარდობით სახელმწიფო ფული იხარჯება ახალი სტადიონების მშენებლობაში მაშინ როდესაც ბრაზილიის საზოგადოებრივი სერვისის სფეროები სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. დემონსტრანტები კონფედერაციის თასს განიხილავენ როგორც კონტრაპუნქტს, რომელიც ხელს უწყობს მათი პრობლემების ზრდას, ტურნირი გასულ უქმეებზე დაიწყო, როდესაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა სტადიონის მიდამოებთან გახსნითი მატჩის წინ რიოში.
”სახელმწიფო ფული არ უნდა მიდიოდეს სტადიონების მშენებლობაში – ამბობს 32 წლის კამილა ერთ-ერთი პროტესტანტი სან პაულოში ”ჩვენ არ გვინდა მსოფლიოს თასი, ჩვენ გვინდა განათლება, საავადმყოფოები და უკეთესი ცხოვრების პირობები ჩვენი ბავშვებისათვის”.
სხვა მოთხოვნები იყო ბრძოლა პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ და გადაჭედილი და არათანაბრად გადანაწილებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ბრაზილიელებს ყოველდღიურად უქმნის პრობლემებს.
პოლიციის უხეშმა რეაქციამ წინა კვირის პროტესტებზე ბრაზილია აღაშფოთა, რომელმაც ორი პოლიტკური რეპრესიების ორი ათწლეული გადაიტანა სამხედრო დიქტატურების დროს, რომლებიც 1985 წელს დასრულდა. ამ მოვლენებმა აგრეთვე გააძლიერა ეჭვი რამდენად მზად არის ბრაზილიის პოლიცია მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის გართულებების გარეშე ჩასატარებლად.
სან პაულოს გუბერნატორმა ჟერალდო ალკმინმა რომელმაც თავდაპირველად პროტესტში მონაწილეებს წესრიგის დამრღვევები და ვანდალები უწოდა, უკვე პარასკევს პოლიციას უბრძანა დაეშვა დემონსტრანტების მარში და რეზინის ტყვიები აღარ გამოეყენებინა.
ეს გამოსვლები დიდი პოლიტიკური გამოწვევა აღმოჩნდა არა მხოლოდ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ალკმინისთვის, არამედ სან პაულოს ახლად არჩეულ მერ ფერნანდო ჰადადისთვისაც, რომელიც იმ მუშათა პარტიის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია რაც ბრაზილიას მართავს. თუმცა ორივე ჯერჯერობით აცხადებს რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასევი არ გადაიხედება.
ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფს რომელიც დიქტატურის პერიოდში თავად იყო პოლიტიკური პატიმარი და მიწისქვეშა მემარცხენე მოძრაობის წევრი, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2011 წლიდან მოყოლებული სტაბილურად ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. მიმდინარე პროტესტებს მისი მხარდაჭერის დრამატული შემცირება არ გამოუწვევია, თუმცა აღსანიშნავია რომ კონფედერაციის თასის გახსნით მატჩზე მის სიტყვას მაყურებელთა ნაწილი სტვენით შეხვდა.
ეკონომისტების განცხადებით დემონსტრაციების რეზონანსი ნათლად წარმოაჩენს, რომ რუსეფს და სხვა ბრაზილიელ ლიდერებს უახლოესი წლების მანძილზე საკმაოდ რთული ამოცანაა აქვთ რაც გულისხმობს საზოგადოებრივი სერვისების დონის გაუმჯობესებას სწრაფად მზარდი საშუალო კლასის მოთხოვნილებების შესაბამისად.