რა შედეგზე ქონდა გათვლილი რუსეთს

 

 interviu politolog gia volskisTan

_ მართლა განიზრახა  რუსეთმა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების ორგანიზება?

ისეთი შთაბეჭდილება შემექნა, რომ ქართულ პოლიტიკაში  ნინო ბურჯანაძის და მოგვიანებით მასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი სახალხო კრების ფაქტორი რუსეთმა სავსებით მიზანმიმართული გეგმის შესაბამისად გაბუქა.

თავდაპირველად ბურჯანაძის საკონსულტაციოდ მიწვევა სერიოზულადაც კი გამოიყურებოდა. თითქოსდა ეს ვოიაჟი მისთვის ისეთი პოლიტიკოსის იმიჯს შექმნას ემსახურებოდა, რომელსაც ძალუძს მტრულად განწყობილ ძალასთან კონსტრუქციული მოლაპარაკება. თუმცა შემდგომ პარადზე და მონუმენტის გახსნაზე მიწვევა ბურჯანაძისათვის „რუსეთუმეს“ იარლიყის მიკვრას უფრო გავდა, ვიდრე მისი ავტორიტეტისათვის ზრუნვას.  

მოსკოვში კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ ასეთი მხარდაჭერით „ჩრდილოეთთან და დასავლეთთან ერთანაირი წარმატებით მოსაუბრე“ბურჯანაძის რეიტინგსაც საფრთხეში ჩააგდებდა და ხელისუფლების მხრიდან მისი გარემოცვის კონტროლსა და დამუშავებასაც გააორმაგებდა. ისიც ნათელი იყო რომ ვერანაირგადატრიალებასსახალხო კრება ვერმოახდენდა„რაგატკების“ და დროშის ტარების გამოყენებით, ხოლო „აჯანყებულთა“ დასახმარებლად ე.წ. გრუს „სპეცნაზის“ გადმოსროლის შესაძლებლობა (თუკი ამ თემაზე საუბრის აუდიო ჩანაწერი არაა ფალსიფიცირებული) არასერიოზული ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება.

გარდა ამისა ავანსცენაზეაღმოჩნდნენ აბსოლუტურადარაპოპულარულიდანულოვანირეიტინგისმქონეხაჩიშვილიდადუმბაზე, რაც სახალხო კრებისათვის მიყენებული ჩრდილის გამუქებას უნდა მომსახურებოდა, ხოლო ხაჩიშვილის ინიციატივით რაღაცგაუგებარისარწმუნებრივიკავშირისშექმნდა ყინწვისის მონასტერთან მიმდებარე ტყეში „პარტიზანული ჯგუფის“ კონცენტრაციის იმიტირება, ყველაფერთან ერთად ეკლესიის ავტორიტეტისათვის ზარალის მიყენებაზეც იყო გათვლილი.

სრულიად გაუგებერია „ქართული პარტიის“  მიზანი და მე ვიტყოდი დანიშნულება. სჩანს უსაფუძვლო არაა ამ პარტიიდან ლევან გაჩეჩილაძისა და კოკა გუნცაძის წამოსვლაც (დეტალებზე იმედია თავად ილაპარაკებენ). ჯერ იყო და ეროსი კიწმარიშვილმა ინტერვიუებში ისაუბრა რუსეთთან ერთად საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივაზე, მერე ირაკლი ოქრუაშვილმა დაატეხა რისხვა ამერიკის ადმინისტრაციას და ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის გარანტია მოგვცა. სოზარ სუბარი დაბნეულ პატიოსან კაცად გამოიყურება, თუმცა სრულიად გაუგებარი „არგუმენტებით“ თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას დისკრედიტაცია „გადაწყვიტა“.

საბოლოოჯამშიმოსკოვმა მოინდომა და დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწია კიდეც 26 მაისს მომხდარ დაპირისპირებაში თავის „ხელის“ მონაწილეობის დემონსტრირებას.

_ რა შეიძლება იყოს მოსკოვის ასეთი ტაქტიკის მოტივი?

სავსებით რეალისტურად მეჩვენება ასეთი სცენარი: რუსეთმა ზუსტადგათვალა, რომ სახალხო კრებას ბევრი იმედდაკარგული ადამიანი დაუჭერს მხარს, რომლებიც ხელისუფლებასთან გაურკვევლი შედეგის მომტან რადიკალურ დაპირისპირებას ამჯობინებენ, ასეთი სახის „გარკვეულ“ ვითარებაში ყოფას. გათვალეს ისიც, რომხელისუფლება ხელიდან არ გაუშვებდა რუსეთზე „ტრიუმფალური გამარჯვების“ კიდევ ერთ შესაძლებლობას და აუცილებლად გადაამეტებდაძალას. მართლაც, სახეზეა არა მარტო ძალის გადამეტება, არამედ მკვლელობები და სრულიად კანონსაწინააღმდეგო სისასტიკე მომიტინგეთა მიმართ. საქართველოს, როგორც უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნის ისედაც გაუფერულებული იმიჯისათვის მიყენებულიზარალის ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს. გარდა ამისა ცნობილი თუ უცნობი ადამიანების ცემით სიკვდილის, დასახიჩრების და უკვალოდ გაქრობის ფაქტების ფონზე არანაკლებ დაზარალდა დასავლეთის და კერძოდ აშშ-ს ავტორიტეტი, რომლიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ხელისუფლების უპირობო მხარდამჭერად აღიქმება. სერიოზული პრობლემები შეექმნა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ჯგუფს. მათი ძალისხმევის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერაზე. თუკი „რვიანი“ მოლაპარაკებების გაგრძელების წინაპირობად  ხელისუფლებისაგან მომხდარი ფაქტების ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს, გასაგები მიზეზების გამო ამ მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა დაიკარგება. თუ „რვიანი“ მოლაპარაკების მაგიდას ისე მიუჯდა თითქოს არაფერი მომხდარა, საზოგადოების მხარდაჭერას დაკარგავს. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებადაპირისპირებულბანაკებადჩამოყალიბდა. 

_ რა გავლენას მოახდენს 26 მაისის მოვლენები და მასში კრემლის ინტერესი  კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებთან?

აფხაზეთშიდაცხინვალისრეგიონშიდამკვიდრებითდღესრუსეთსმთავარისტრატეგიულიამოცანაშესრულებულიაქვს, ახლამისისაზრუნავისაქართველოშიმუდმივიდაძაბულობისშენარჩუნებაანროგორცმინიმუმირეპრესიებისწახალისებაა, რასაც მშვენივრად ართმევს თავს. როგორც იტყვიან ნებით თუ უნებლიეთ, ხელისუფლება ამას ხელს უწყობს.

 

european.ge

 

 

 

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ