4 მიზეზი, თუ რატომ ვერ იქცევა ბრიტანეთი ნორვეგიად ან შვეიცარიად ბრექსიტის შემდეგ

Andrew_Sentance-smallწარმოგიდგენთ  გამოცემა The Telegraph-ზე ბრიტანელი ეკონომისტის, ენდრიუ სენტანსის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

ენდრიუ სენტანსი 2011 წლიდან არის მულტინაციონალური პროფესიული სერვისების ქსელის Pricewaterhouse Coopers-ის (PwC) წამყვანი ეკონომიკური მრჩეველი. 2006-2011 წლებში ის გახლდათ Bank of England-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

თარგმანი მოამზადა გიგა ჭკადუამ.

© European.ge

ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის წევრობის შესახებ დებატების დროს, ზოგიერთი ადამიანი შურით უყურებდა შვეიცარიასა და ნორვეგიას. ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ ძალიან ახლო სავაჭრო კავშირები აქვთ დანარჩენ ევროპასთან. ისინი წამყვანი ქვეყნები არიან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში (EFTA), რომლის წევრი ბრიტანეთიც იყო 1960–იან წლებში, იქამდე ვიდრე 1973 წელს გაწევრიანდებოდა ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში (EEC).

შვეიცარია და ნორვეგია ასევე არიან ძალიან ჭარბშემოსავლიანი ქვეყნები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სვფ) მიხედვით, შვეიცარიის მშპ 40–ით მეტია დიდი ბრიტანეთის მშპ–ზე, ხოლო ნორვეგიის მშპ – 64–ით. თუ ამ ქვეყნებს ევროკავშირის გარეთ შეუძლით ჰქონდეთ ცხოვრების მაღალი სტანდარტები, შესაძლოა დიდმა ბრიტანეთმაც შეძლოს იგივე.

თუმცაღა, თუ უფრო დეტალურად დავაკვირდებით შვეიცარიასა და ნორვეგიას, მათი მაგალითები ნაკლებ სავარაუდო აღმოჩნდება. პირველ რიგში, ორივე მათგანს გაცილებით პატარა ეკონომიკები აქვთ, ვიდრე დიდ ბრიტანეთს. ნორვეგიის მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, ხოლო შვეიცარიის – 8 მილიონი. ეს ედრება დიდი ბრიტანეთის 65 მილიონიან მოსახლეობას. პატარა ეკონომიკების პრობლემები და გამოწვევები ბევრად განსხვავდება დიდი ეკონომიკის პორბლემებისა და გამოწვევებისგან, როგორც ეს დიდი ბრიტანეთის შემთხვევაშია. ბიზნესში როგორც ყველამ იცის, პატარა ორგანიზაციები მიდრეკილნი არიან უფრო სიმარტივისკენ და ნაკლები დაპირისიპირებებისკენ – რაც მათ მართვას ამარტივებს.

უფრო მეტიც, ბრიტანეთი – საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად – არის ევროკავშირის ერთ–ერთი უდიდესი ეკონომიკის პატრონი და ევროკავშირის მიმართულებაზე შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ ერთიანი საბაზრო სივრცის შემოღებით 1980–იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შვეიცარია და ნორვეგია ევროკავშირის წევრები იქნებოდნენ, მოსახლეობის სიდიდის მიხედვით ისინი იქნებოდნენ მე–16 და 21-ე ადგილებზე, ამიტომ მათთვის ევროკავშირის გარეთ ყოფნას მცირეოდენი გასნხვავება თუ აქვს, რადგან მათი გავლენა კავშირის წევრობის შემთხვევაში უმნიშვნელო იქნებოდა.

მეორე, ნორვეგია და შვეიცარია ძალიან ღრმად ინტეგრირებულები არიან ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. მათ მიღებული აქვთ ევროკავშირის რეგულაციები იმისთვის, რომ წვდომა ჰქონდეთ ერთიან ბაზართან და თავისუფლად ივაჭრონ ევროპულ ქვეყნებთან.

ნორვეგიის შემთხვევაში ეს მიღწეულია ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრობით, ოფიციალური შეთანხმება EFTA–ის წევრებს უფლებას აძლევს იყვნენ ერთიანი ბაზრის წევრები. EEA–ის წევრობით ნორვეგია იზიარებს ევროპულ რეგულაციებს, მაგრამ არანაირი გავლენა არ აქვს მათზე. ასევე, მას შეაქვს არსებითი კონტრიბუცია ევროკავშირის ბიუჯეტში, რითაც მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ევროპულ ინიციატივებში, მათ შორის კვლევებისა და განათლების საკითხებში.

დიდი ბრიტანეთისთვის ნორვეგიის მოდელის გადმოღება გამოიწვევს ევროკავშირის რეგულაციების დაწესებას და ბიუჯეტში არსებითი გადასახადების გადახდას. რეალურად, ჩვენი გადასახადები შეიძლება გაიზარდოს კიდეც, რადგან არსებობს ძველი, ევროკავშირის წევრობის დროს მარგარეტ ტეტჩერის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად მიღებული, შეღავათების დაკარგვის რისკი. ეს მოდელი – ყველა რეგულაციის დაწესება და არანაირი გავლენა – დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის გამოუსადეგარია და ის არ მოდის თანხვედრაში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეთა არგუმენტებთან.

შვეიცარიული მოდელი განსხვავებულია, რადგან შვეიცარიას აქვს საკუთარი სავაჭრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აქვს ერთიან ბაზარზე წვდომა და არ იხდის ფინანსურ კონტრიბუციას, მაგრამ ამ სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებას და განხორციელებას დიდი დრო დასჭირდა. ერთიანი საბაზრო სივრცე შემოღებულ იქნა 1993 წელს, მაგრამ შვეიცარიის სავაჭრო შეთანხმება 1999 წლამდე ვერ იქნა მიღებული, ხოლო ამოქმედდა 2002 წელს – 9 წლის შემდეგ. ეს ასევე არ გამოიყურება მიმზიდველად დიდი ბრიტანეთისთვის. ჩვენ დავიტანჯებით ეკონომიკური გაურკვევლობით და დავკარგავთ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს თუ ჩავეფლობით ყოფილ ევროპელ პარტნიორებთან გაჯანჯლებულ სავაჭრო მოლაპარაკებებში.

მესამე, შვეიცარია და ნორვეგია არიან შენგენის ზონის წევრები, რომელიც ასევე მოიცას სხვა 26 ქვეყანასაც, ძირითადად ევროკავშირის წევრებს. შენგენს არ აქვს შიდა სასაზღვრო კონტროლი, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს პასპორტის შემოწმების გარეშე გადაადგილდეს. ეს არის კიდევ ერთი ასპექტი შვეიცარიის და ნორვეგიის მაგალითების, რისი შემოღება ბრიტანეთს არ სურს. ევროკავშირში, ბრიტანეთი არ არის შენგენის ზონის წევრი და ახორციელებს მძლავრ კონტროლს ევროკავშირის ქვეყნებიდან ბრიტანეთში შემავალ და გამავალ ადამიანებზე.

შვეიცარიის წევრობა შენგენის ზონაში ცოტა საკამათო გახდა, რადგან ბოლო რეფერენდუმის დროს მოსახლეობამ მიგრაციაზე კონტროლი დაწესებას დაუჭირა მხარი. ამ შედეგებმა წინ წამოსწია სხვა სფეროებში, მათ შორის ვაჭრობაში, შვეიცარიისა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების საკითხი. ევროკავშირში ამჟამინდელი პოზიციების შენარჩუნება – შენგენის გარეთ ყოფნა და ერთიანი ბაზრის წევრობა საშუალებას აძლევს ბრიტანეთს ჰქონდეს უკეთესი სასაზღვრო კონტროლი ვიდრე ეს შეძლეს ევროკავშირის გარეთ მყოფებმა შვეიცარიამ და ნორვეგიამ.

მეოთხე, შვეიცარია და ნორვეგია ცხოვრების მაღალი სტანდარტებით ჯობნიან ბრიტანეთს, მაგრამ მათ ასევე აქვთ ეკონომიკების დახმარების სხვა სპეციფიკური პროგრამები, რაც არ გააჩნია ბრიტანეთს. ნორვეგიას მის ეკონომიკასთან და მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში ენერგეტიკული წყაროების მაღალი მაჩვენებელი აქვს. უფრო მეტიც, ნავთობისა და გაზის პროდუქცია ზრდის მშპ–ს დაახლოებით 30%–ით, ხოლო მისი ენერგეტიკული საჭიროებების 2/3–ს ჰიდროელექტრო სადგურები ფარავენ. ენერეგეტიკის ეს ჭარბი წყაროები ქვეყნისთვის არსებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია.

შვეიცარიის დიდი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა – ევროპის შუაგულში ყოფნა და ევროპის კონტინენტის 3 ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის – გერმანია, საფრანგეთი და იტალია – გზაჯვარედინი. ამ უპირატესობებს შვეიცარია იყენებს სამთავრობო ხარჯებისა დაბალი რაოდენობითა და დაბალი გადასახადების არსებობით – რაც მას მიმზიდველს ხდის, როგორც წამყვანი საერთაშორისო ბიზნესებისთვის, ისე მდიდარი ადამიანებისთვის.

დიდ ბრიტანეთს არ შეუძლია გაიმეოროს ეს უპირატესობები რაც ამ ქვეყნებს აქვთ. ჩვენ ვართ ევროპის კიდეში მყოფი ქვეყანა და ჩვენი ენერგო რესურსები ჩვენს მოსახლეობასთან და ეკონომიკასთან შედარებით იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს აქვს ნორვეგიას.

ყოველ შემთხვევაში, ამ უპირატესობების მიუხედავად, ამ დროისთვის არც ნორვეგია და არც შვეიცარია არ იზრდებიან ბრიტანეთზე და სხვა ევროპულ ქვეყნებზე მეტად. შვეიცარიის მშპ ერთი წლის წინ გაუმჯობესდა 0.7%–ით, ხოლო ნორვეგიის ზრდა იყო 1.4%. ეს ედრება ევროპის მასშტაბით 1.8%–იან ზრდას და დიდი ბრიტანეთის 2%–იან ზრდას.

ამ ყველა საკითხის შეჯამებით, ნორვეგიის და შვეიცარიის მოდელები არ არიან ის მაგალითები, რასაც ბრიტანეთი უნდა გაჰყვეს ან შეუძლია გაყოლა. ამ ქვეყნებისთვის, რომლებთაც ასეთი უპირატესობები გააჩნიათ, ევროკავშირის გარეთ ყოფნას შეიძლება ჰქონდეს აზრი, მაგრამ დიდი ეკონომიკისთვის, რომელიც ერთიანი საბაზრო სისტემის წევრობის შედეგად მოპოვებული ინვესტიციებისა და ვაჭრობით აყვავდა, ევროკავშირის დატოვება ჩემთვის გაუგებარია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ