25 ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობას” ღია დებატებში იწვევს

კამპანიაკამპანია „კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Act-ს“ წევრები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს ღია დისკუსიაში ვიწვევთ.

14 ივნისს, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ვებ-გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომლის მიხედვითაც 9 არასამთავრობო ორგანიზაცია ნეგატიურად აფასებს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის შესაძლო ამოღების საკითხს. განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო (TI Georgia) საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) –
Economic Policy Research Center
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოაგდოება (ISFED) სამართლიანი არჩევნები (ISFED)
საზოგადოება და ბანკები საზოგადოება და ბანკები
ევროპა საქართველოსთვის Europe for Georgia ევროპა საქართველოსთვის
Policy and Management Consulting Group Policy and Management Consulting Group – PMCG
საქართველოს ატლანტიკური საბჭო Atlantic Council of Georgia
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) GRASS – Georgia’s Reforms Associates

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 94-ე მუხლის კონსტიტუციიდან ამოღების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი უარს იტყვის გადასახადების ახალი ტიპის შემოღების ან გაზრდის პროცესში მოსახლეობის ჩართულობაში; ხოლო ეკონომიკური კუთხით გაუარესდება ბიზნეს-გარემო.

ჩვენ, სხვადასხვა ორგანიზაციებმა, პროფესიულმა კავშირებმა, ანალიტიკურმა და მედია პლატფორმებმა, კვლევითმა ცენტრებმა, სტუდენტურმა გაერთიანებებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კამპანიის მიმდინარეობისას ყველა შესაძლო გზით, მათ შორის ტელევიზიით, აკადემიური სტატიებით, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებითა თუ სახალხო განხილვებზე უშუალო მონაწილეობით არაერთხელ დავასაბუთეთ კონსტიტუციიდან აღნიშნული მუხლის გაქრობის უალტერნატივობა და რეალური საჭიროებანი.

ვინაიდან აღნიშნული ორგანიზაციების მხრიდან აშკარაა ამ ჩანაწერის კონსტიტუციაში დატოვების ინტერესი, გვსურს უფრო დეტალურად მოვისმინოთ ამ ინტერესის დამასაბუთებელი არგუმენტები. 94-ე მუხლი და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი პირდაპირ ეხება როგორც სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის პრინციპებს, ისე მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალურ ინტერესებს, ამიტომ, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით და სხვებსაც მოვუწოდებთ, ღიად და ამომწურავად გამოვხატოთ ჩვენი პოზიციები.

ამიტომ, კამპანია „კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა ლიბერთი აქტს“ იწვევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და განცხადების ხელმომწერ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს საჯარო, ღია და ცივილურ დისკუსიაზე მომდევნო კვირის ოთხშაბათს, 21 ივნისს, პარლამენტში პირველი განხილვის დაწყების პარალელურად.

ველით პასუხს მიმდინარე კვირის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით, 16 ივნისამდე, შეხვედრის დეტალებსა და ფორმატზე შესათანხმებლად.


საზოგადოებრივი კამპანია „კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Act-ს“ გახლავთ 25 ორგანიზაციის მიერ ერთობლივად დაწყებული სოციალური კამპანია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა აკადემიურ და საინფორმაციო პლატფორმას, სტუდენტურ გაერთიანებებსა და პროფესიულ კავშირებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ