ჯოზეფ სტიგლიცი: მსოფლიო ისევ ავად არის

2015 წელი მთელი მსოფლიოსათვის მძიმე გამოდგა. ბრაზილიის ეკონომიკა დაეცა. თითქმის ოთხი ათეული წლის თავბრუდამხვევი ზრდის შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკას პირველად მოუხდა სერიოზულ პრობლემებთან შეჯახება. ევროზონამ ძლივს დააღწია თავი საბერძნეთის პრობლემას, მაგრამ კვლავ იმყოფება სტაგნაციასთან ახლო მყოფ მდგომარეობაში და სავარაუდოდ ასე დააბოლოვებს წარუმატებლობის ათწლეულს. 2015 წელი ამერიკისთვისაც, სავარაუდოდ 2008 წლის კრიზისით გამოწვეული დიდი რეცესიის საბოლოოდ დამთავრების წელი უნდა ყოფილიყო, თუმცა აშშ-ს ეკონომიკის აღორძინება საშუალოდ მიმდინარეობდა.