ბაქარ ბერეკაშვილი: სოლიდარობის კრიზისი პოსტკომუნიზმის წნეხის ქვეშ
1972 წლის ოქტომბერში, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულოფ პალმემ, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესისადმი მიძღვნილ საინაუგურაციო მიმართვაში განაცხადა „დემოკრატიული სოციალიზმი იწყება ინდივიდის სოციალური მდგომარეობით. ადამიანს თავისუფლება მხოლოდ მაშინ გამოადგება ყველაზე უკეთ, თუკი ის ამით იპოვის გზებს ერთიანობის, თანამშრომლობისა და სოლიდარობის განცდისკენ. ადამიანმა უნდა შეძლოს ის, რომ სხვასთან ერთად გააკონტროლოს საკუთარი მდგომარეობა და ასევე გავლენა მოახდინოს მის გარშემო მყოფებზე. […]