ქართველ ქრისტიან-სოციალისტთა საშობაო წერილი
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“ – აი, ის სანუკვარი ანგელოზთა გალობა (გზავნილი), რომელიც გაისმოდა 2014 წლის წინ ბეთლემში ქრისტე ღმერთის განკაცებისას. დღესაც, ორ ათასწლეულზე მეტი ხნის შემდეგ კაცობრიობისათვის სანატრელია უზენაესის შემეცნება, მშვიდობა და ადამიანებს შორის კეთილი ურთიერთობები. პოლიტიკის უმაღლესი დანიშნულებაც ხომ ადამიანთა კეთილმსახურებაა. ჩვენი, ქრისტიანულ-სოციალისტური მოძრაობის, მთავარი მოწოდებაც ესაა: […]