თბილისის ფაბიანური საზოგადოების მანიფესტი
ჩვენ, ამ მანიფესტის ხელმომწერნი, მივიჩნევთ, რომ პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის მიუხედავად საქართველო სოციალურად არამდგრად და ნაკლებად დემოკრატულ პოლიტიკურ სისტემად ყალიბდება. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ვერ ერთვებიან მოქალაქეები. საზოგადოებრივ სიკეთეებს ფლობენ ხელისუფლებასთან დაახლოებული მცირერიცხოვანი ჯგუფები. ამდენად,აშკარაა სოციალური უთანასწორობა. პირადი, ეგოისტური ინტერესებით მოქმედი უმსხვილესი ეკონომიკური აქტორები ვერ ითვალისწინებენ და ხშირად აზარალებენ სხვათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებს – ჩვენ საზოგადოებაში ვერ ხერხდება […]