ახალი ეტაპი საქართველოსთვის

1 ოქტომბერს საქართველომ ისტორიული არჩევანი გააკეთა. მიუხედავად ძველი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, ქართველმა ხალხმა გამოიჩინა უპრეცენდენტო ერთსულოვნება, მამაცობა და უსამართლობისადმი შეურიგებლობა. შედეგად მივიღეთ ჩვენს ისტორიაში პირველი ნამდვილი სახალხო გამარჯვება ავტორიტარიზმზე. ამ ცვლილების შედეგად უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქვეყანაში შიშისა და რეპრესიების ეპოქის დასასრულია. ხალხმა ძალა იგრძნო და ირწმუნა. შეიქმნა რეალური დემოკრატიისათვის […]