ღია წერილი – უვადო კონტრაქტებისთვის

29 მაისს გამოქვეყნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა მიმართვა პარლამენტისადმი. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში პარლამენტის სხდომაზე დადგება სამოქალაქო კოდექსში ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი. ცვლილება ითვალისწინებს უნივერსიტეტთა იურიდიული სტატუსის შეცვლის, კერძოდ – კერძო სამართლის სუბიექტიდან საჯარო სამართლის სუბიექტად გარდაქმნის საკითხს. ბატონი პროფესორები აღნიშნავენ, რომ მათ უკვე გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომლითაც პრეზიდენტის ვეტოს ემხრობიან და ცვლილებას ეწინააღმდეგებიან. […]