უბრალოდ ძალადობა თუ ღირებულებათა ბრძოლა

17 მაისის მოვლენებმა სააშკარაოზე გამოიტანა ეკლესიისა და სეკულარიზმის დაპირისპირება, როგორც  ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი კონფლიქტის საგანი. საზოგადოებრივი კონფლიქტი არის საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებრივი აზრი საწინააღმდეგო პოზიციებად იყოფა და რომელიც ახდენს საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზებას ამ საკითხთან დაკავშირებული პოზიციების ირგვლივ. მსგავს დომინანტ საზოგადოებრივ კონფლიქტებს მიეკუთვნება დაპირისპირება შრომასა და კაპიტალს შორის, ცენტრსა და პერიფერიას […]