საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა არაერთი განცხადება გააკეთა და პირდაპირაც მიმართა ჩვენ მთავრობას. ჩვენ საზოგადოებასა და მედიაში გავრცელდა შეხედულება, რომ მიმდინარე პროცესების თაობაზე ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია მისი წევრების არაინფორმირებულობის ბრალია, რაც ნაციონალური მოძრაობის აქტივობითა და ესპ-ს ვითარებაში არასაკმარისი ჩართულობითაა გამოწვეული. რა თქმა უნდა, ეს მიზეზები გარკვეულ როლს თამაშობენ, […]