კოჰაბიტაციის სამი განმარტება

„კოჰაბიტაცია“ – უკანასკნელი თვეების განმავლობაში ლათინური წარმომავლობის ეს სიტყვა აქტუალურობას არ კარგავს საქართველოში. პოლიტოლოგიურ ტერმინოლოგიაში კოჰაბიტაცია განიმარტება როგორც არჩევნებში დამარცხებულ და გამარჯვებულ გუნდებს შორის მშიდობიანი თანაცხოვრება, თანაარსებობა, მაგრამ ქართულ რეალობაში მის მნიშვნელობას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობენ მის ინტერპრეტირებასაც. დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში კოჰაბიტაცია ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია […]