შრომითი კანონმდებლობა და მუშათა მოძრაობა

2006 წელს მიღებული შრომითი კანონმდებლობა ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკურ პოლიტიკას შეესაბამებოდა. მათი კურსი მიიჩნევდა, რომ ეკონომიკის განვითარების ერთადერთი გზა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით ეკონომიკის ზრდაა. მის მოსაზიდად კი აუცილებელი იყო ინვესტორისთვის რაც შეიძლება ხელსაყრელი გარემოს შექმნა. რაც მოქნილი შრომითი კოდექსის მიღებას, რეგულაციების გაუქმებასა და შრომითი ბაზრების ლიბერალიზაციას გულისხმობდა. დღეს უკვე შეგვიძლია იმის თქმა რომ ამ კურსმა […]