საჭიროა კიდევ ერთი ფონდი

პრემიერ–მინისტრის მიერ განვლილი ასი დღის შეფასებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ყველაზე მნიშვნელოვნად სამი ფონდის დაარსების შესახებ განცხადება მეჩვენა. ეს  ფონდები, როგორც ინსტიტუციები,  მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას და ადგილობრივთან პარტნიორობის გზით – უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ამდენად, ეს არის საკმაოდ ეფექური ნაწილი მექანიზმებისა, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანამ მის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევებს უნდა გაართვას თავი და […]