სამოქალაქო, პოლიტიკური და მედია დისკურსის ტრაგიკულობა

უკანასკნელი ოცი წელია სხვადასხვა პოლიტიკოსის, საჯარო ინტელექტუალისა თუ ე.წ. ‘სამოქალაქო სექტორის’ წარმომადგენლის მხრიდან პოლიტიკური თუ სოციო-კულტურული პროცესის შეფასება ხდება ერთადერთი და გადაულახავი არგუმენტით, რომელიც მუდმივად საბჭოურ გამოცდილებაზე აპელირებას გულისხმობს. თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნულმა ტრენდმა პოსტ-საბჭოთა სივრცის ტრაგიზმამდე მიგვიყვანა, ჩამოყალიბდა პოლიტიკურ-ეკონომიკური დისკურსი, რომელიც სავსეა კლიშეებით, სტერეოტიპებით, ალოგიკური და ირაციონალური გამოსვლებით, შესაბამისად ამგვარი ლოგიკის კონსტრუქციამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში […]