ადმინისტრირებიდან – შინაარსისკენ: უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმა
ვინაიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სრული კონცეფციის შემუშავება, როგორც ჩანს, ჭიანურდება, საჭიროდ ჩავთვალე გამოვაქვეყნო ჩემი ხედვა. ეს ხედვა სრულად ითვალისწინებს ბატონი გია დვალის მიერ გამოქვეყნებულ კონცეფციას და არა მის კრიტიკას, არამედ განვრცობასა და დეტალიზებას ისახავს მიზნად. 1. პრობლემის იდენტიფიცირება რეფორმის მიმართულების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა იმ მთავარი პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა მოგვარებასაც ის ემსახურება. წინა ეტაპის წარუმეტებლობა […]