გერმანიის სოციალ-დემოკრატი კანცლერობის კანდიდატი და მისი მიმართვა

ლევან ლორთქიფანიძე ევროპა უამრავი გადაუწყვეტელი ამოცანის წინაშე დგას, ევროკავშირი განვითარების ურთულეს ფაზაზე გადადის. ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს წარმოქმნილმა მძლავრმა ეკონომიკურმა კრიზისმა მრავალი ახალი, განსხვავებული ტიპის სოციალური მოძრაობა თუ მოვლენა განაპირობა. ახალმა რეალობამ, მზარდმა სიღარიბემ და სოციალურმა უსამართლობამ შეასუსტა დასავლეთ ევროპის არაერთი მემარჯვენე მთავრობა. 2012 წელს საფრანგეთის საკანონმდებლო ხელისუფლებაში საგრძნობი უმრავლესობით სოციალისტები მოვიდნენ; ხანგრძლივი პაუზის […]