სამოქმედო გეგმა
გუშინ გამოიკვეთა სააკაშვილის გუნდის მოქმედების სტრატეგია. ისინი გეგმავენ ლეგიტიმური ოპოზიციის სტატუსის მოპოვებას ქართული ოცნების გამარჯვების აღიარების სანაცვლოდ. ფასადურად გათამაშდება “ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა”, რომელსაც მოითხოვს დასავლეთი, მაგრამ ფაქტობრივად მაქსიმალურად განხორციელდება დარჩენილ მომხრეთა კონსოლიდაცია და გამარჯვებული ძალის საბოტაჟი. გათვლა კეთდება იმაზე, რომ ამგვარი საბოტაჟის პირობებში მცირე უმრავლესობით გამარჯვებული ქართული ოცნება ვერ მოახერხებს თავისი გეგმების სწარაფად და ეფექტურად […]