ბასტილია უნდა ავიღოთ, თუნდაც სიმბოლურად!
ფაშისტურ გერმანიაში ხალხის უმრავლესობა არ მონაწილეობდა უმცირესობის გენოციდში. მათ ბოლომდე არც იცოდნენ რა მასშტაბის დანაშაულს აფარებდნენ ხელს. მაგრამ ეს დანაშაული არ იყო ცალკე იზოლირებული მოვლენა, რომელიც სხვა მხრივ მოწესრიგებული სისტემის მახინჯ შეცდომას წარმოადგენდა. სისტემა მთლიანად აგებული იყო ძალადობაზე, და ამ ძალადობამ ლოგიკურად მიიღო უკიდურესი გამოვლინება ებრაელთა მასობრივ განადგურებაში. სისტემის ფუნქციონირებას განაპირობებდა ძალადობის ესკალაცია, რომელიც, მართალია, […]