ქართული ტურიზმის ბრწყინვალება და სიღატაკე

მაია ჩიკვაიძე ახლადგახსნილი სასტუმრო ყაზბეგში. ყველაფერი ხით არის მოპირკეთებული;  ხის სასიამოვნო სუნითაა სავსე. პანორამული ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლება – გერგეტის სამება და მის თავზე აზიდული მყინვარწვერი. ხის იატაკიანი ვერანდა  წნული სავარძლებით,  ხის ტაბლებით და დიდი, დეკორატიული ქოთნებითაა გაწყობილი . სასტუმროს მობინადრენი საღამოოობით აქ სხედან,  სასმელს შექცევიან,  კავკასიონის ცქერით ტკბებიან. ფოიე , დიზაინერების ჩანაფიქრით, ბიბლიოთეკას  წარმოადგენს: დიდი […]