ღია წერილი ბიზნესმენებს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს

ჩვენ, „საზოგადოებრივი სოლიდარობის“ წევრები, წარმოვადგენთ საინიციატივო ჯგუფს, რომლის მიზანია დაეხმაროს უკიდურესად გაჭირვებულ – მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც ხშირად დგანან შიმშილობისა და სახლ–კარის დაკარგვის საფრთხის წინაშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ამ ადამიანების გასაჭირი საზოგადოებრივი ყურადღების საგანი გავხადოთ და მოქალაქეების თანამონაწილეობით გადავჭრათ მათი პრობლემები. აღნიშნულმა საინიციატივო ჯგუფმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ჯამაძეების ოჯახის დასახმარებლად უკვე ჩაატარა ექვსი საქველმოქმედო […]

ინიციატივა – მოქალაქეთა მონაწილეობის კომიტეტები

ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე, რაც ქვეყნის პოლიტიკური კურსის რადიკალურმა ცვლილებამ უნდა  მოიტანოს, ის, რამაც რეალობად შეიძლება აქციოს განცდა, რომ საქართველო – ყველა ჩვენგანის საერთო სახლია, არის მოქალაქეთა სრულუფლებიანი მონაწილეობა ქვეყნის მართვასა და განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ იდეის დონეზე ამ აზრს თითქმის არავინ შეეწინააღმდეგება, ფაქტია – დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 20 წლის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული […]