მიმართვა ტელე-რადიო მაუწყებლების, ელექტრონული მედიისა და ბეჭდვითი გამოცემებისადმი
ტელემაყურებელთა ასოციაციის განცხადება მედიის როლი საზოგადოებრივი აზრის, და ამდენად – პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა პროცესების ფორმირებაში განსაკუთრებული, ხშირად – გადამწყვეტია. ამიტომ, ცხადია, ნებისმიერი მედია საშუალება უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე. შეუძლებელია რაიმე სხვა ინტერესის უპირატესობის დაწესება და ადამიანებით მანიპულირების, შეგნებული სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების, ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაციის არგავრცელების გამართლება კორპორატიული ან სხვა ინტერესებით, რომელიც […]