სამამულო კულტურის ტრაგედია ანუ განათლების პრობლემები ,,მათებურად”

კაცმა რომ თქვას, საკუთარ თავთან კომპრომისზე არასდროს არ უნდა წახვიდე, თორემ ბოლოს მაინც ინანებ. თუმცა მე, ასეთი ცხოვრებისეული სიბრძნით აღვსილი ინდივიდუმი მსგავს შეცდომას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვუშვებ და დღესაც იგივე გავაკეთე როცა ,,ცხელი შოკოლადის” მიერ უმაღლესი განათლების პრობლემების გარშემო ორგანიზებულ დისკუსიაზე გავეშურე. დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ თსუ-ს და ილიაუნის რექტორები სანდრო კვიტაშვილი და გიგი თევზაძე და […]