თანასწორობის იდეა და თანამედროვე ქართული საზოგადოება

„კომუნისტური სამყაროს დაცემის შემდეგ თითქოს ყველასათვის ნათელი იყო მიზანი, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც „დემოკრატია“, ან როგორც „დასავლეთი“, ხან კი როგორც ევროპა. ყველა ეს ცნება, მიუხედავად ნიუანსური განსხვავებებისა, აღნიშნავდა ერთს: სასურველ მდგომარეობას, კეთილდღეობისა და თავისუფლების სამყაროს, საზოგადოების ყველა წევრის მატერიალური და სულიერი განვითარების საჭირო პირობებით უზრუნველყოფას. მაგრამ, არავინ იცოდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გზა და რა მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო ხსენებული, თავადაც არა მკაფიო და ძლიერ უტოპისტურ(საბჭოთა) ტრადიციაზე დაყრდნობილი, მიზნის […]