უსაფრთხოება. თავდაცვა. კონფლიქტები

  ამ დოკუმენტით ‘სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის’ სადისკუსიოდ წარმოვადგენთ ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევათა საპასუხო, პრობლემების გადაჭრის და განვითარების კონცეპტუალურ საფუძვლებს, რომლებზეც უახლოესი მომავლის უსაფრთხოებისა და განვითარების კონკრეტული პოლიტიკები, პროექტები და პროგრამები უნდა დაფუძნდეს.   როგორ გვესმის უსაფრთხოება უსაფრთხოება ეხება საზოგადოებას, როგორც ასეთს მთლიანად, და მისი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს – ფიზიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ, ეკოლოგიურ, […]