ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი: არსი და გამოყენებითი ღირებულება

ქვეყნების მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასახასიათებლად მრავალი, კარგად აპრობირებული ინდიკატორი გამოიყენება. ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა და გამოყენებითი ღირებულება განსაკუთრებით იზრდება საერთაშორისო შედარებებისა და ქვეყნების რეიტინგების დადგენისას. მათ შორის ერთ-ერთი საგულისხმო ეკონომიკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მისი ნეგატიური ტენდენციებისადმი მდგრადობის მახასიათებელი ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსია, რომლის შემოღება დაკავშირებულია ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის არტურ მ. ოუკენის (Arthur M. Okun, 1928-1980 წწ.) სახელთან .  ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი […]