ლგბტ და ყველაფერი სხვა
ლგბტ მოძრაობის ზოგიერთი აქტივისტი თუ გულშემატკივარი ჰომოფობიის უმთავრეს მიზეზად განათლებისა და კულტურის დაბალ დონეს ასახლებს. ამდენად, კითხვაზე – რა მიგაჩნიათ აქედან გამოსავლად? – მათი პასუხი: განათლების დონის ამაღლება – სრულიად ბუნებრივი ჩანს. მაგრამ საუბარი სრულ აბსურდად იქცევა, თუკი დისკუსიაში პოლიტიკური და სოციალური განზომილებების შეტანას ეცდებით. და რაც უფრო მეტს ისმენ მათ ‘არგუმენტებს’, მით უფრო მწიფდები […]