ნოე ჟორდანია: 26 მაისი
1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა – დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად […]