სოციალისტების წარმატებული საარჩევნო კვირა ევროპაში
საარჩევნო თვალსაზრისით, მაისის პირველი კვირა ევროპელი მემარცხენეებისათვის ძალიან გადატვირთული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საარჩევნო დონეზე ხუთი არჩევნები გაიმართა. მათ უმრავლესობაში სოციალისტმა კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს და რაც მთავარია ამ ხუთიდან ყველაზე მნიშვნელოვან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოახერხეს. სადაც სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა და საფრანგეთის 24-ე პრეზიდენტი გახდა. 2012 […]