ლიბერალები და სოციალური სამართლიანობა
თავის დროზე , როდესაც ლოიდ ჯორჯის ლიბერალურმა პარტიამ ინგლისში ტორები დაამარცხა არჩევნებში, ამან კოლონიურ ერებში დიდი სიხარული გამოიწვია. მას კონსერვატორი კოლეგებისგან განსხვავებით აუცილებლად არ მიაჩნდა ბრიტანეთის იმპერიის შენარჩუნება სამხედრო ძალით. თუმცა, დამონებული ერების და მათს შორის მაჰათმა განდის ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ლიბერალებს, კონსერვატორებისაგან განსხვავებით ახალი ტიპის ნეო-იმპერიალიზმის დამკვიდრება უნდოდათ. ლიბერალური იმპერიალიზმი ეკონომიკურ ბატონობას ეყრდნობოდა […]