რატომ უწყობს ხელს ნეოლიბერალიზმი ეთნო შოვინიზმს
სამოქალაქო ნაციონალიზმის აუცილებელი წინაპირობა, კოლექტიური სოლიდარობის განცდაა, რომლის ფორმირებასაც გარკვეული “საერთოს ქონა” განაპირობებს. თუ პრობლემა იმგვარად დგას, რომ ამგვარი სოლიდარობა მხოლოდ ეთნიკური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფების წიაღში ჩნდება, სასურველია განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც ფლობდნენ “საერთოს”. თუკი საბჭოთა კავშირის არსებობისას ამგვარი “საერთო” კომუნისტური იდეოლოგია გახლდათ, რას შეიძლებოდა შეესრულებინა ეს ფუნქცია კომუნიზმის დელეგიტიმაციის შემდეგ? მოდით ვისაუბროთ ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და […]